in

ბარსამ ბაიერნი დააგდო, სიტიმ ახალი რეკორდი დადო: ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის მეორე სათამაშო დღეს 9 მატჩი გაიმართა.
მთავარ შეხვედრაში „ბარსელონამ“ შინ 4:1 დაამარცხა „ბაიერნი“. რაფინიამ ჰეთ-თრიკი შეასრულა. ყოფილ გუნდს გაუტანა ლევანდოვსკიმ, რომლის ანგარიშზე ბოლო 7 შეხვედრაში 11 გოლია.

აღსანიშნავია, მადრიდის „ატლეტიკოს“ და „ბენფიკას“ მოულოდნელი საშინაო წაგებები.

ერლინგ ჰოლანდმა არანორმალური გოლი გაიტანა, ჰაერში გაიკვანძა და ქუსლით ხია. ახლა მას 44 გოლი აქვს 42 მატჩში. საუბარი ლიგის თამაშებზეა.

რობერტ ლევანდოვსკიმ კი 700 გოლი გაიტანა კარიერაში. მასზე მეტი მარტო კრიშტიანოს და ლეოს აქვთ 21-ე საკუნეში.

მესამე ტურში ინგლისურმა კლუბებმა ოთხიდან ოთხი მატჩი მოიგეს.

ატალანტა – სელტიკი 0:0

„ატალანტამ“ „სელტიკის“ წინააღმდეგ 22 დარტყმა შეასრულა.

ბრესტი – ლევერკუზენი 1:1
გოლები: 0:1 ვირტცი (24), 1:1 ლის-მელუ (39.)

ატლეტიკო – ლილი 1:3
გოლები: 1:0 ალვარესი (8), 1:1 ჟეგროვა (61), 1:2 დავიდი (74-პენ), 1:3 დავიდი (89)

„ატლეტიკოს“ ბოლო 5 მატჩში მხოლოდ 1 მოგება აქვს.

“ლილი” გახდა მესამე კლუბი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, ვინც ერთ კონკრეტულ ტურნირში მოახერხა ორი მადრიდული კლუბის, “ატლეტიკოსა” და “რეალის” დამარცხება. მანამდე ეს მოახერხეს “ჩელსიმ” (2020/21) და “მანჩესტერ სიტიმ” (2021/22).

ბენფიკა – ფეიენოორდი 1:3
გოლები: 0:1 უედა (12), 0:2 მილამბო (33), 1:2 აქთიურქოგლუ (66), 1:3 მილამბო (90+2)

ზალცბურგი – დინამო ზაგრები 0:2
გოლები: 0:1 კულენოვიჩი (49), 0:2 პეტკოვიჩი (84)

იანგ ბოიზი – ინტერი 0:1
გოლი: 0:1 მ. ტურამი (90+3)

„ინტერს“ ყველა ტურნირზე ზედიზედ 5 მატჩი აქვს მოგებული.

მანჩესტერ სიტი – სპარტა 5:0
გოლები: 1:0 ფოდენი (3), 2:0 ჰოლანდი (58), 3:0 სტოუნზი (64), 4:0 ჰოლანდი (68), 5:0 მატეუშ ნუნიეში (87-პენ)

“მანჩესტერ სიტიმ” დაამყარა ახალი რეკორდი ჩემპიონთა ლიგის (თასის) ისტორიაში – 26 მატჩი ჩაატარა წაუგებლად (18 მოგება, 8 ფრე) და დაამხო თანაქალაქელი “მანჩესტერ იუნაიტედის” რეკორდი (25 მატჩი დაუმარცხებლად 2007-09 წლებში).

„სიტი“ მიმდინარე სეზონში დაუმარცხებელია – 9 მოგება, 4 ფრე.

ერლინგ ჰოლანდმა ჩემპიონთა ლიგაზე 42 მატჩში 44 გოლი გაიტანა. მან გაასწრო ალესანდრო დელ პიეროსა (42) და ნეიმარს (43) და დაეწია დიდიე დროგბას (44).

ჰოლანდს ამ სეზონში 12 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი.

ფილ ფოდენმა მე-17 გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე. მან გაასწრო დევიდ ბექჰემს და ამ მაჩვენებლით მერვე ადგილზეა ინგლისელ ფეხბურთელებს შორის.

ილქაი გიუნდოგანმა მე-100 მატჩი ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე.

ლაიპციგი – ლივერპული 0:1
გოლი: 0:1 ნუნიესი (27)

“ლივერპულმა” კლუბის ისტორიაში პირველად მოახერხა სეზონის სტარტზე (ყველა ტურნირის ჩათვლით) ზედიზედ 6 გასვლითი მატჩის მოგება. პრემიერლიგის კლუბებიდან ასეთი შედეგი ბოლოს “მანჩესტერ სიტის” ჰქონდა 2017/18 წლებში.

„ლივერპულმა“ არნე სლოტის ხელმძღვანელობით 12-დან 11 მატჩი მოიგო, რაც ახალი საკლუბო რეკორდია. მერსისაიდელებს ბოლო 8 მატჩი ზედიზედ აქვთ მოგებული.

ბარსელონა – ბაიერნი 4:1
გოლები: 1:0 რაფინია (1), 1:1 კეინი (18), 2:1 ლევანდოვსკი (36), 3:1 რაფინია (45), 4:1 რაფინია (56)

ბარსელონა: პენია, კუნდე, კუბარსი, ი. მარტინესი, ა. ბალდე, პედრი (85. გავი), კასადო, ფერმინ ლოპესი (61. ფ. დე იონგი), რაფინია (75. ოლმო), იამალი (85. ფატი), ლევანდოვსკი (85. ვიქტორი).

ბაიერნი: ნოიერი, რაფაელ გერეირო (85. ლაიმერი), უპამეკანო, მინ-ჟაე კიმი, დევისი, კიმიხი, პალინია (60. გორეტცკა), ოლისე (60. სანე), მიულერი (60. მუსიალა), გნაბრი (60. კომანი), კეინი.

ბარსელონამ“ ბოლო 16 მატჩში მხოლოდ მესამედ მოუგო „ბაიერნს“. 1996 წლიდან მიყოლებული გერმანულმა კლუბმა 11-ჯერ მოიგო, კიდევ 2 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

“ბარსელონამ” პირველად დაამარცხა “ბაიერნი” 2015 წლის შემდეგ, წააგო რა მას მერე ზედიზედ 6 მატჩში, გაიტანა 4 და გაუშვა 28 გოლი.

ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში “ბარსელონამ” მეორედ გაუტანა “ბაიერნს” 4 გოლი. პირველად ეს მოხდა 2009 წლის აპრილში (4:0), როცა გუნდს პეპ გვარდიოლა წვრთნიდა.

„ბარსელონამ“ ბოლო 4 მატჩი დიდი ანგარიშით მოიგო – ბურთების შეფარდებით 17:2.

„ბარსელონამ“ 57-ე წამზე გახსნა ანგარიში. კატალონელებს ჩემპიონთა ლიგაზე ასე ადრეული გოლი 2005 წლის შემდეგ არ გაუტანიათ.

„ბარსელონას“ სასტარტო შემადგენლობის საშუალო ასაკი იყო 24 წელი და 185 დღე. ეს კატალონელთა ძირითადი 11-ეულის ყველაზე ახალგაზრდა ასაკი იყო ბოლო 11 წელიწადში.

„ბაიერნმა“ თავის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა.

ჰარი კეინმა ამ სეზონში 14 გოლი გაიტანა. ის 5 გოლით ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირია.

ლამინ იამალს ამ სეზონში 13 მატჩში 12 შედეგიანი მოქმედება აქვს – 7 გოლი და 5 პასი.

რაფინიამ სეზონში მეორე ჰეთთრიკი შეასრულა. პირველი იყო 31 აგვისტის ლა ლიგაში „ვალიადოლიდის“ წინააღმდეგ. ბრაზილიელს ამ სეზონში კლუბსა და ნაკრებში 11 გოლი დაუგროვდა.

რაფინია მეოთხე ფეხბურთელია მთავარი ევროტურნირის (ჩემპიონთა თასი/ლიგა) ისტორიაში, ვინც “ბაიერნთან” მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა. მანამიდე, ეს მოახერხეს როი მაკაიმ, სერხიო აგუერომ და კრიშტიანო რონალდომ.

რაფინია არის მეოთხე ბრაზილიელი რივალდოს, რონალდინიოსა და ნეიმარის შემდეგ, ვინც “ბარსელონას” მაისურით ჩემპიონთა ლიგაში ჰეთ-თრიკი შეასრულა.

რაფინიას ამ სეზონში საშუალოდ ყოველ 65 წუთში აქვს შედეგიანი მოქმედება.

რობერტ ლევანდოვსკიმ „ბაიერნიდან“ წასვლის შემდეგ პირველად გაუტანა მიუნხენურ კლუბს. პოლონელისთვის ეს მესამე მატჩი იყო ყოფილი კლუბის წინააღმდეგ.

ლევანდოვსკიმ კარიერაში მე-700 გოლი გაიტანა. XXI საუკუნეში ამ ნიშნულს მხოლოდ კრიშტიანო რონალდომ (907) და ლიონელ მესიმ (849) მიაღწიეს.

ლევანდოვსკიმ ბოლო 7 მატჩში 11 გოლი გაიტანა.

სერჟ გნაბრის „ბარსელონას“ წინააღმდეგ 5 შედეგიანი პასი დაუგროვდა.

„ბაიერნმა“ ისტორიაში პირველად წააგო ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 3 მატჩი.

„ბაიერნს“ ბოლო 5 მატჩში მხოლოდ 1 მოგება აქვს.

What do you think?

-1 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ორლანდომ ნბა მაიამისთან მოგებით გახსნა: ბითაძეს 5 წუთი დაუთმეს

ვერსიები ნაპოლისა და კვარაცხელიას მოლაპარაკებაზე: ხვიჩა ექვს მილიონ ევროზე მეტს მიიღებსო