in

ბაიერნში იმედი აქვთ, რომ ლუკა პარკაძე კვარაცხელიას თვისებებს გამოავლენს

გერმანული გამოცემა TZ.DE-მა (Tageszeitung) წერილი გამოაქვეყნა ლუკა პარკაძეზე, რომელიც ზაფხულიდან ოფიციალურად „ბაიერნის“ ფეხბურთელი გახდება.

„მიუნხენის „ბაიერნმა“ ლუკა პარკაძის ტრანსფერი გასულ წელს დაიბევა. 17 წლის ფეხბურთელს ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ტალანტს, ხვიჩა კვარაცხელიას ადარებენ.

კვარაცხელია ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ უდიდეს ტალანტად ითვლება. ქართველმა „ნაპოლიში“ თამაშით რჩეულთა შორის მოხვედრა შეძლო. „ბაიერნში“ იმედოვნებენ, რომ პარკაძეც თანამემამულის მსგავს თვისებებს გამოავლენს. ლუკა პარკაძე „რეკორდსმაისტერის“ მაისურს 2023 წლის ზაფხულიდან მოირგებს. 17 წლის ქართველი ტალანტი ქართული კლუბის, „დინამო თბილისის“ აღზრდილია.

პარკაძემ მიუნხენურ კლუბთან გრძელვადიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 17 წლის ფეხბურთელი განიხილება, როგორც დიდი ტალანტი და უნივერსალური შემტევი.

ინგლისური გაზეთის, Guardian-ის შარშანდელი რეიტინგის მიხედვით, პარკაძე საფეხბურთო ბაზრის 60 ტალანტს შორის დასახელდა. ამ სიაში ასევე მოხვდნენ მატიას ტელი, ლოვრო ზვონარეკი, პოლ ვანერი, არიონ იბრაჰიმოვიჩი და სხვა გამორჩეული ახალგაზრდები.

ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსად, პარკაძე „დინამო თბილისის“ აკადემიამ აღზარდა. მისი დებიუტი გასულ სეზონში შედგა, მაგრამ რამდენიმე თამაშის შემდეგ იძულებული გახდა, კორონავირუსის გამო შეესვენა, რის გამოც ფორმიდან ამოვარდა.

თუმცა, „ბაიერნმა“ პარკაძე არა „დინამოში თბილისში“, არამედ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში, გერმანიის წინააღმდეგ მატჩში შეამჩნია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ის შეხვედრა 0:3 წააგო, „ბაიერნის“ სკაუტებს პარკაძის კარგი თამაში უყურადღებოდ არ დარჩენიათ“, – წერს გერმანული გამოცემა.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩას ყველა დროის რეკორდი: კვარაცხელია იტალიაში მარტის საუკეთესო ფეხბურთელია

არგენტინა მსოფლიოში ნომერი პირველი გახდება