“ბაიერნის” ფანები გამოდიან Qatar Airways-თან სპონსორული შეთანხმების წინააღმდეგ და აპირებენ, რომ მის გაუქმებას მიაღწიონ.
მიუნხენური კლუბი ყატარულ ავიაკომპანიას თანამშრომლობაზე 2018 წელს შეუთანხმდა. კონტრაქტით „ბაიერნი“ წლიურად 10 მილიონ ევროს იღებს.
კომპანიის ლოგო მიუნხენელთა სათამაშო ფორმის სამკლაურებზეა. გარიგება – წლიანია.
ყოველწლიურ შეკრებაზე კლუბის წევრი ფანები კონტრაქტის გაგრძელების წინააღმდეგ გამოდიან.
„ყატარი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს, ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებშია მხილებული. ასევე დაფიქსირებულია სპორტში კორუფციის მაღალი დონე. ასეთი ქვეყნის წარმომადგენელ კომპანიასთან მუშაობით „ბაიერნი“ აქტიურად ეხმარება ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილების ყურადღებისგან გადატანას და განავრცოს ქვეყნის თანამედროვე კოსმოპოლიტიკური იერი“, – განაცხადა ინიციატივის ინიციატორმა მაიკლ ოტომ.
ამის შესახებ „კიკერი“ წერს.
წესდების თნახმად, შესწორებას მხარი დამსწრე წევრების 75%-მა უნდა მისცენ ხმა.
მაისში „ბაიერნის“ ფანები ჩემპიონთა ლიგის რეფორმის წინააღმდეგაც გამოვიდნენ.
GIPHY App Key not set. Please check settings