in

ბაიერნმა მანე წარადგინა, ლუკაკუ ინტერში დაბრუნდა: დღის მთავარი სატრანსფერო სიახლეები

მიუნხენის „ბაიერნმა“ სადიო მანე წარადგინა. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, მანემ სამედიცინო შემოწმება გაიარა და „რეკორდსმაისტერის“ მაისური მოირგო. „ლივერპული“ 40 მილიონ გირვანქას მიიღებს.

ტაკუმი მინამინო „მონაკოს“ ფეხბურთელია. ფრანგულმა კლუბმა „ლივერპულს“ იაპონელის სანაცვლოდ 18 მილიონი ევრო გადაუხადა.

რომელუ ლუკაკუ „ინტერში“ დაბრუნდა. ჯერ კიდევ დეკემბერში, ბელგიელმა იტალიას გახედა და სინანულით თქვა, იქნებ დამაბრუნოთო. პრემიერლიგის მეორე ყველაზე ძვირადღირებულმა შენაძენმა „ნერაძურის“ ხელმეორედ მიაშურა, ოღონდ იჯარით. „ჩელსი“ 10 მილიონს მიიღებს და სეზონის ბოლოს ლუკაკუს უეჭველად დაიბრუნებს. აღსანიშნავია, რომ ლუკაკუმ ხელფასი 30%-ით შეიმცირა, რათა „ინტერში“ გადასულიყო.

ჰენრიხ მხითარიანი „ინტერში“ სამედიცინო შემოწმებას გადის. 33 წლის სომეხმა, გასულ სეზონში 44 შეხვედრაში 4 გოლისა 9 ასისტის მოგროვება შეძლო „რომას“ რიგებში.


სებასტიან ალე „დორტმუნდის“ ფეხბურთელია. 27 წლის შემტევი ხუთშაბათს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ხელს 4 წლიან კონტრაქტს მოაწერს. ალემ გასულ სეზონში, „აიაქსის“ შემადგენლობაში 45 შეხვედრაში, 34 გოლის გატანა მოახერხა. ის ჰოლანდის შემცვლელად მიჰყავთ. სატრანსფერო ფასი 35 მილიონი ევროა.

„სქაი სფორთსის“ ცნობით, „ლიდსმა“ რაფინიას თაობაზე „არსენალის“ შეთავაზება დაბლოკა. ფინანსური დეტალები ფაბრიციო რომანომ დაწერა, რომ “ლიდსი” 40-45 მილიონიან შეთავაზებას არ დათანხმდება. იორკშირელები ბრაზილიელის სანაცვლოდ მინიმუმ 50 მილიონ გირვანქას ითხოვენ. რაფინიასათვის ბრძოლას „ბარსელონა“ ჩაეხსნა.

ასევე „სქაი“ გვაუწყებს, რომ ნიუკასლმა ნიკ პოუპის ტრანსფერი გაჩარხა. ჩემპიონშიფში დაქვეითებულ „ბარნლის“ ინგლისის ნაკრების გოლკიპერთან შელევა 10 მილიონად მოუხდა. სამედიცინო შემოწმება პარასკევსაა დანიშნული.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გარდიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდების შანსები ჩამოწერა: ინგლისი მე-10 ადგილზეა… პირველი?

ქეცბაიას ნაკრებში დაუძახეს: კვიპროსელთა საუკეთესო შანსი