მიუნხენის “ბაიერნი” მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია. ყატარის დედაქალაქ დოჰაში გამართული ტურნირის ფინალურ შეხვედრაში მიუნხენელები მექსიკურ “ტიგრესს” დაუპირისპირდნენ და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხეს.
“რეკორდმაისტერის” შემადგენლობაში ერთადერთი გოლი ბენჟამინ პავარის ანგარიშზეა, რომელსაც საგოლე პასი ლევანდოვსკიმ მისცა. როგორც პოლონელმა აღნიშნა: “ბაიერნს უნდოდა მოეგო მიულერისთვის და მათთვის, ვინც არ თამაშობდა”.
“ბაიერნი” აღნიშნული ტიტულის გამარჯვებული ისტორიაში მეორედ გახდა. აქამდე, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი “ბაიერნმა” 2013 წელს იუპ ჰეინკესის ხელმძღვანელობით მოიგო.
ფლიკის 6 ტიტული: საუკეთესო ფეხბურთელი ლევანდოვსკია, ბომბარდირი 35 წლის ჟინიაკი
მიუნხენელებამდე მხოლოდ “რეალსა” და “ბარსელონას” მოუხერხებიათ იგივე.
ჰანსი ფლიკის გუნდისთვის ეს სეზონში მეექვსე ტიტულია. “ბაიერნმა” ტრიპლეტი შეასრულა, ანუ ერთ სეზონში ყველა შესაძლო ტიტული მოიგო.
აქამდე, ტრიპლეტი მხოლოდ პეპ გვარდიოლას “ბარსელონას” ჰქონდა შესრულებული.
საინტერესოა, რომ ევროპული კლუბები მსოფლიო ჩემპიონატს ზედიზედ მე-8 წელია იგებენ. სულ მათ 13 გამარჯვება აქვთ 17 ფინალში.
GIPHY App Key not set. Please check settings