in ,

ბაიერნი vs პსჟ: კომენტარები, სტატისტიკა, პროგნოზი

ჩემპიონთა ლიგის წინა ფინალის გამეორება, რომელშიც გერმანულმა კლუბმა მინიმალური ანგარიშით მოიგო. „ბაიერნს“ მაშინდელივით ფენომენალური ფორმა ჯერ არ აუკრეფია, მაგრამ რობერტ ლევანდოვსკის მაღალი შედეგიანობა საშუალებას იძლეოდა, გუნდს დასახული შედეგებისთვის მიეღწია. თუმცა ახლა მიუნხენელებს ტრავმირებული პოლონელი აღარ ეყოლებათ. პსჟ-მ კი 1/8 ფინალში შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა „ბარსელონასთან“, „ნოუ კამპზე“ ჰეთ-თრიქის ავტორ კილიან მბაპეს კი ახლა ნეიმარიც დაემატება.

ჰანს-დიტერ ფლიკი („ბაიერნის“ მწვრთნელი):
„ეს ახალი მატჩია, პსჟ-ს ახალი გუნდი ჰყავს, ახალი მწვრთნელი. მთლიანობაში კი ბევრიც არაფერი შეცვლილა ფინალის შემდეგ.
ორგანიზებულად უნდა ვიმოქმედოთ ბურთის ფლობის დროს. თუ დავკარგავთ, მეტოქეზე ზეწოლა მაშინვე უნდა გავზარდოთ.
შეტევაში კი უფრო აქტიურად და მეტი თავდაჯერებით უნდა ვითამაშოთ, ვიდრე „ლაიპციგთან“. პსჟ-ს მყარი დაცვა ჰყავს, ხოლო თავდასხმაში მათი დონე და ოსტატობა გასაოცარია. ეს ხაზი პასებისგან უნდა ჩავჭრათ, რაც მყისიერ პრესინგს ნიშნავს“.

მაურისიო პოჩეტინო (პსჟ-ს მწვრთნელი):
„პლეი-ოფში არცერთი გუნდის ჩამოწერა არ შეიძლება. ჩვენ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის წინააღმდეგ ვითამაშებთ. ჩვენ მათ პატივს ვცემთ, მაგრამ საკუთარი თავისაც გვჯერა. მიუნხენში მოსაგებად ჩამოვედით.
„ბაიერნი“ ძალიან ორგანიზებული გუნდია. მის ფეხბურთელებს ინდივიდუალურად შეუძლიათ მატჩის ბედის გადაწყვეტა. უნდა ვიპოვოთ სწორი ბალანსი, ვითამაშოთ ფრთხილად და სახიფათო ზონებში არ დავკარგოთ ბურთი.
შარშანდელი ფინალის გამო საქმე შურისძიებაში არ არის, ჩვენ გამოწვევა გვაქვს: მოუგო ისეთ ძლიერ გუნდს, როგორიც „ბაიერნია“.

ფორმა

ბაიერნი
ბოლო მატჩების სტატისტიკა: მმმმმ
ბოლო მატჩი: “ლაიპციგი”-“ბაიერნი” 0:1
ამჟამინდელი მდგომარეობა ჩემპიონატში: პირველი ადგილი

პსჟ
ბოლო მატჩების სტატისტიკა: წმმწფ
ბოლო მატჩი: პსჟ-“ლილი” 0:1
ამჟამინდელი მდგომარეობა ჩემპიონატში: მე-2 ადგილი

სავარაუდო შემადგენლობები

„ბაიერნი“: ნოიერი – პავარი, ზიულე, ალაბა, დევისი – კიმიხი, გორეცკა – სანე, მიულერი, კომანი – ჩუპო-მოტინგი

პსჟ: ნავასი – კერერი, მარკინიოსი, კიმპემბე, დიალო – გუეი, ერერა – დი მარია, ნეიმარი, მბაპე – კინი

პარიზელები მიუნხენში ძირითადის 5 ფეხბურთელის გარეშე ჩავიდნენ: ვერატი, პარედესი, ფლორენცი, კურზავა, იკარდი ვერ ითამაშებენ.

ლევანდოვსკის გარდა, მიუნხენელებს გნაბრიც გამოაკლდათ, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

შარშანდელ ფინალამდე გუნდები ერთმანეთს 8-ჯერ შეხვდნენ ევროთასებზე, ყველა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. 7-ჯერ მასპინძლებმა მოიგეს. ფინალის ჩათვლით პსჟ-მ 5 მოიგო, „ბაიერნმა“ – 4.

ბაიერნი

ამ სეზონში „ბაიერნი“ წაგების გარეშე მიდის. ის სარეკორდო, მე-19-ედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალში.

ამ სეზონში „ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგაზე მოგებების რაოდენობა სარეკორდო, 15 მატჩამდე გაზარდა.

შარშანდელ სეზონში „ბაიერნი“ გახდა მეშვიდე (პირველი გერმანული) გუნდი, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე ექვსივე მატჩი მოიგო.

გასულ ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნმა“ 43 გოლი გაიტანა. 2003/04 წლების სეზონის შემდეგ, რაც ფორმატი შეიცვალა, ამდენი არავის გაუტანია.

„ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგაზე 24-ედ გამოდის. უფრო ხშირად მარტო „ბარსელონა“ და „რეალი“ თამაშობენ – 25.

ბოლო 29 მატჩში „ბაიერნმა“ ერთადერთი საშინაო მატჩი „ლივერპულთან“ წააგო – 1:3 (2018/19 წლების სეზონის განმეორებითი თამაში).
ამ წაგების შემდეგ „ბაიერნმა“ ლიგაზე ყველა, 8 საშინაო შეხვედრა მოიგო.

შარშან „ლიონის“ და პსჟ-ს დამარცხების შემდეგ „ბაიერნის“ სტატისტიკა ფრანგულ კლუბებთან ასეთია: 7 მოგება და 1 წაგება.

პსჟ

პსჟ ზეიდზედ მეცხრედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში, მაგრამ გასულ გათამაშებაში პირველად მიაღწია ნახევარფინალს 1995 წლის შემდეგ. მანამდე ზედიზედ სამჯერ 1/8 ფინალიდან ვარდებოდა.

პსჟ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 34 მატჩში იტანდა და ამით „რეალის“ რეკორდი გაიმეორა, მაგრამ გასულ ფინალში სწორედ „ბაიერნს“ ვეღარ გაუტანა.

ჩემპიონთა ლიგის ბოლო 26 მატჩიდან პსჟ-მ 17 მოიგო, 4 ფრედ ითამაშა და 5 წააგო.

შარშანდელ ფინალში წაგებამდე პსჟ-ს 100%-იანი შედეგი ჰქონდა გერმანელებთან პლეი-ოფებში. შარშან პარიზელებმა გაიარეს დორტმუნდის „ბორუსია“ და „ლაიპციგი“, მანამდე კი „ვოლფსბურგი“ გააგდეს უეფას თასის 1/16 ფინალიდან (2008/09) და ლევერკუზენის „ბაიერი“ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალიდან (2013/14).

ნეიმარს „ბაიერნისთვის“ ჩემპიონთა ლიგაზე 4 გოლი აქვს გატანილი.

ბუქმეკერები

„ბაიერნი“ ყველაზე გამტანი გუნდია ამ ჩემპიონთა ლიგაზე, 8 შეხვედრაში 24 გოლი შეაგდეს, პსჟ-ს 18 ბურთი აქვს. ამიტომ ექსპერტები მიუნხენელთა გოლებს ელოდებიან – 1.5.

ლოგიკურია პარიზელთა საპასუხო გოლის მოლოდინიც. თანაც ჩემპიონთა ლიგაზე ამ ორი გუნდის მატჩების 75%-ში „ორივე გაიტანს“ ჯდება. კოეფიციენტი – 1.5-ია.

ბუქმეკერები 1.68-ს ჩამოდიან 3.5 გოლზე ნაკლებზე, არადა პსჟ-ს ბოლო მატჩის გათვალისწინებით (შინ „ლილთან“ 0:1) სულაც არ არის გამორიცხული ამდენიც არ გავიდეს. თანაც არც ლევანდოვსკი იქნება.

ზოგადი ფსონები კი ასეთია:

„ბაიერნის“ მოგება – 1.90
ფრე – 3.80
პსჟ-ს მოგება – 3.70

[poll id=”13076″]

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბუენოს აირესი, ნეაპოლი და ახლა უკვე თბილისიც: მარადონას მურალი სოლოლაკში

იტალია ევრო 2020-ის მატჩებზე მაყურებლის მისაღებად მზადაა