ჩემპიონთა ლიგაზე პლეი-ოფები დაიწყო და 4 მეოთხედფინალისტიც გამოვლინდა. „ნაპოლის“ ჯერ ოფიციალურად არ გაუნაღდებია ¼ ფინალის საგზური, თუმცა იმედია ეს დროის ამბავია. უქმად დროს არ კარგავს არც სუპერკომპიუტერი. FiveThirtyEight-მა ჩემპიონთა ლიგის გუნდების შანსები ერთხელაც გამოთვალა, სადაც „ნაპოლი“ მე-4 პოზიციაზე აღმოჩნდა – 11%.
ფავორიტი ბაიერნია: ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას – კომპიუტერის ვერსიით ნაპოლი მესამეა
შეგახსენებთ, რომ წინა გამოთვლებიას ნეაპოლური კლუბი მესამე ადგილზე იყო 9%-ით, ახლა მას „რეალმა“ გადაასწრო.
პირველ ადგილზე კი ისევ მიუნხენის „ბაიერნია“ (26%), მეორე პოზიციას ინარჩუნებს „სიტი“ (19%), „რეალს“ 14% აქვს. ხუთეულს „ბენფიკა“ ხურავს (7%).
GIPHY App Key not set. Please check settings