in

ბათუმში ჩხუბი იყო: ბულგარელები ამბობენ, ფეხბურთელები სასწაულად გადარჩნენო – უეფა დაგვსჯის

ბათუმის “დინამომ” ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში „ლუდოგორეცს“ 1:0 მოუგო, თუმცა საერთო ჯამში არ ეყო და ტურნირს გამოეთიშა. შეხვედრის დასაწყისში მსაჯი შეცდა და ჩვენებს გოლი არ ჩაუთვალა. ქართველი გულშემატკივარი სხვა შემთხვევებშიც უკმაყოფილო დარჩა და ამან თამაშის დასრულების შემდეგ იხეთქა.

დიდი ალბათობით უეფა ბათუმში მომხდარ ინციდენტს უყურადღებოდ არ დატოვებს და ჩვენს გუნდს დასჯის. მოედანზე მსაჯობით უკმაყოფილო რამდენიმე ადამიანი შევარდა. “ლუდოგორეცის” მეკარის მისამართით რაღაც საგნებიც ისროლეს.

ბულგარული მედია კი გაბუქებულ ფორმებში წერს, საშინელ სცენებს და შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილიო.

sportal.bg წერს, რომ ხელჩართული ჩხუბი გაიმართა და ფეხბურთელები სასწაულად გადარჩნენ.

trud.bg კი ამბობს, რომ გვირაბში “დინამოს” ერთ-ერთმა მოთამაშემ მოწინააღმდეგეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

gong.bg წერს, რომ „მასპინძელთა გულშემატკივრებსა და ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნასთან შეგუება გაუჭირდათ. მოედანზე გულშემატკივარი შეიჭრა და „ლუდოგორეცის“ ფეხბურთელებზე შურისძიება სცადა“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დინამომ მოიგო, მაგრამ შანსები გაანიავა და გავარდა

გოლიც, პასიც… საბა ლობჟანიძე ისევ გამორჩეულია