in ,

ბათუმმა თბილისის დინამოდან სერბი ნახევარმცველი დაიმატა

ეროვნული ლიგის ახალი სეზონისთვის ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ბათუმის “დინამო” გაძლიერებას განაგრძობს.

მოგეხსენებათ, გია გეგუჩაძის გუნდმა ჩვენი ქვეყნის ღირსება მომავალ ზაფხულს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც უნდა დაიცვას.

აჭარულმა კლუბმა ჯერჯერობით ოფიციალურად მხოლოდ ირაკლი ბიძინაშვილი დაიმატა, მაგრამ Sport4me.ge-ს კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბათუმელები თბილისის “დინამოდან” მილან რადინს იმატებენ. სერბმა ნახევარმცველმა გასულ სეზონში “დინამოს” მაისურით 31 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი, 6 საგოლე პასი მიითვალა.

გარდა რადინისა, ჩვენი ექსკლუზიური ინფორმაციით, შავი ზღვისპირელები “ლოკომოტივიდან” ულად ომარ იმრანის და თორნიკე კირკიტაძის დამატებასაც ცდილობენ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მოურინიომ 19 თვე 20 წუთად აქცია, ქალბატონმა კი თვალებში გამოიხედა: VAR-ის დრამა იტალიაში – XVIII ტური

ვესტ ჰემი რუბინს დაუკავშირდა და კვარაცხელიაზე ინფორმაცია მოითხოვა: რუბინს 13 მილიონი გირვანქა სურს