ეროვნული ლიგის ახალი სეზონისთვის ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ბათუმის “დინამო” გაძლიერებას განაგრძობს.
მოგეხსენებათ, გია გეგუჩაძის გუნდმა ჩვენი ქვეყნის ღირსება მომავალ ზაფხულს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც უნდა დაიცვას.
აჭარულმა კლუბმა ჯერჯერობით ოფიციალურად მხოლოდ ირაკლი ბიძინაშვილი დაიმატა, მაგრამ Sport4me.ge-ს კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბათუმელები თბილისის “დინამოდან” მილან რადინს იმატებენ. სერბმა ნახევარმცველმა გასულ სეზონში “დინამოს” მაისურით 31 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი, 6 საგოლე პასი მიითვალა.
გარდა რადინისა, ჩვენი ექსკლუზიური ინფორმაციით, შავი ზღვისპირელები “ლოკომოტივიდან” ულად ომარ იმრანის და თორნიკე კირკიტაძის დამატებასაც ცდილობენ.
GIPHY App Key not set. Please check settings