in ,

ბათუმის დინამო ბრატისლავას სლოვანს დაუპირისპირდება

ვერ გეტყვით, რომ სლოვაკური გუნდი ყველაზე სასურველი მეტოქე გახლდათ. იყო „შემროკისა“ და „ლინკოლნის“ ვარიანტი, თუმცა „სლოვანი“ გამოვიდა და ჩვენც შევიხედოთ ამ გუნდის შიგნით.


სლოვაკეთის 12 გზის ჩემპიონი და ერთხელ თასების მფლობელთა თასის ტრიუმფატორი. ბოლო წლებში სლოვაკთა გამორჩეული გუნდი.
გასული სეზონი მშვენიერი გამოდგა. გუნდმა კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზა, თან ჩვენთვის ნაცნობი კაცის მეთაურობით. ვლადიმირ ვაისი გუნდის მთავარი მწვრთნელია, თანაც გურამ კაშია და ჯაბა კანკავა ისევ „სლოვანში“ რჩებიან. ახლახანს დასრულებული სლოვაკეთის ჩემპიონატი გუნდმა 8 ქულიანი უპირატესობით მოიგო.


კარგი, კანკავა და კაშია ვიცით. რას წარმოადგენს დანარჩენი გუნდი?


უგამოცდილესი დაცვის ცენტრი, გურამ კაშიასა და ვასილ ბოჟიკოვის სახით. 38 წლის ბულგარელი წლების განმავლობაში ნაკრების წევრი იყო.


მარჯვენა ფლანგზე სლოვაკეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლუკას პაუშჩეკი.


საყრდენ ზონაში ჯაბა კანკავაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ და უჩე აგბოს სახელი, ალბათ გეცნობათ. „უოტფორდი“, „გრანადა“, „რაიო ვალეკანო“, „ბრაგა“, „დეპორტივო“… იმ გუნდების არასრული სია, სადაც 26 წლის ნიგერიელს უთამაშია.


იარომირ ჟმრალი – ჩეხეთის ნაკრების მარცხენა ფლანგელი. 21/22 სეზონში ყველა ტურნირზე 11 გოლს 8 ასისტი დაუმატა. კარიერის დიდი ნაწილი იტალიურ „ბრეშაში“ გაატარა.


ტიგრან ბარსეღიანი – სომხეთის ნაკრების ნახევარცენტურიონი და „სლოვანის“ ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე. 29 წლის სომეხმა გასულ სეზონში სულ 18 მატჩი ჩაატარა, მაგრამ 6 გოლი და 4 ასისტი მიითვალა. (ტრანსფერმარკეტზე მისი ფასი 2.5 მილიონი ევროა).


ანდრე გრინი – „ასტონ ვილას“ აკადემიის აღზრდილი და შემდეგ პირველი გუნდის წევრი. უთამაშია „პორტსმუთში“ ასევე „ჩარლტონში“, შარშან ზაფხულს შეუერთდა „სლოვანს“ და 15 გოლიც გაიტანა.

Aston Villa’s Andre Green celebrates scoring his side’s third goal of the game


ვლადიმირ ვაის უმცროსი – მამის გათვალისწინებით, საქართველოში ამ ფეხბურთელზე ბევრი ვიცით. სლოვაკეთის ნაკრების უცვლელი წევრი და ევრო 2016 ზე არაერთი გოლის გამტანი. უსაშიშესი შემტევი…


ივან საპოინიჩი – „ატლეტიკოდან“ შეიძინეს. პირველ გუნდში სულ 5 მატჩი აქვს ჩატარებული, მაგრამ მადრიდის „ატლეტიკოზეა“ საუბარი…

ჰო, გასათვალისწინებელია, რომ ამ გუნდს შევსება ექნება, რადგან ვაისმა შარშან კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გააღწია, თან სეზონის მსვლელობისას ხელმძღვანელობამ სამი ლიდერი გაუშვა. დომინიკ გრიფი “მალიორკაში”, დავიდ სტრელეჩი “სპეციაში” და რაფა რატაო “ტულუზაში”. ამ ტრიოდან გუნდმა 6 მილიონი ევრო მიიღო, რომელიც ასათვისებელია. თუმცა, არსებული კონტიგენტიც ძალზე ძლიერია. დავუმატოთ, რომ ბათუმურ გუნდს კვარა ვეღარ დაეხმარება…


მოკლედ, ქართულ გუნდს უმძიმესი ორ მატჩიანი დუელი ელის. პირველი შეხვედრა 5 ივლისს ბათუმში შედგება, საპასუხო კი 1 კვირის თავზე ბრატისლავაში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჟულიუს ფრენსისი: გზა ევროპის ჩემპიონობიდან და მაიკ ტაისონის მეტოქეობიდან უემბლის უსაფრთხოების სამსახურამდე

ქართული გუნდების მეტოქეები კონფერენს ლიგაზე ცნობილია: რას წარმოადგენენ ისინი – მიმოხილვა