ბათუმის “დინამოს” აკადემიის ყოფილი ფეხბურთელი დიმა შიტაკაშვილი ტრაგიკულად გარდაიცვალა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ბათუმის “დინამოს” აკადემიამ გაავრცელა.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ დინამო ბათუმის აკადემიის ფეხბურთელის დიმა შიტაკაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების გამო“, – წერია ფეისბუქ პოსტში.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, სარფში მოხდა. დიმა შატიკაშვილი ზღვაში გადახტა, რა დროსაც გარდაიცვალა.
დიმა 17 წლის იყო.
GIPHY App Key not set. Please check settings