ბათუმის “დინამომ” ზამთრის პირველი ტრანსფერი გააკეთა და ამის შესახებ ცნობას კლუბის ოფიციალური გვერდი გვაწვდის:
“ახალი სეზონიდან ჩვენი გუნდის ღირსებას 28 წლის სერბი მარცხენა მცველი სტეფან ჰაიდინი დაიცავს.
ოფიციალური კონტრაქტი 1 წლიან ურთიერთთანმშრომლობას და კონტრაქტის გახანგრძლივების შესაძლებლობას ითვალისწინებს”.
ჰაიდინის ფასს ტრანსფერმარკეტი 800.000 ევროდ აფასებს, რაც საქართველოს ჩემპინატში ძალიან მაღალი მაჩვენებელია.
ჰაიდინი ორჯერ სერბეთის ჩემპიონი გახდა “ცრვენა ზვეზდას რიგებში”. ბოლოს ის, “ვოზდოვაცში” ირიცხებოდა და ბათუმურ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით უერთდება. მიმდინარე სეზონში მან, 19 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა.
GIPHY App Key not set. Please check settings