საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ბათუმის “დინამო” მომავალი სეზონისთვის გაძლიერებას განაგრძობს.
აჭარულმა კლუბმა მონტენეგროელი ფლანგის შემტევი დაიმატა. მომავალი სეზონიდან ბათუმელთა ღირსებას სტეფან დენკოვიჩი დაიცავს.
30 წლის მონტენეგროელი ბოლოს ყაზახეთის პრემიერლიგის კლუბ “კაისერში” ირჯებოდა. სხვადასხვა დროს იგი: “ცრვენა ზვეზდას”, “ჰაპოელ ჰაიფას”, “ვოივოდინას”, “პუშკაშ აკადემიას” და “სუტიესკას” ღირსებას იცავდა.
GIPHY App Key not set. Please check settings