in ,

ბათუმის დინამომ მოლაპარაკებები ჩაშალა: აზაროვი და ტრაბზონსპორი არ გამოვიდა

გუშინ ჩვენ, ისევე როგორც ქართული სპორტული მედიის უმრავლესობამ, გაუწყეთ, რომ თურქულ “ტრაბზონსპორს” და ბათუმის “დინამოს” შორის შეთანქმება თითქმის მიღწეული იყო და 19 წლის ფეხბურთელს კარიერა თურქულ გუნდში უნდა გაეგრძელებინა, მაგრამ დღეს ყველაფერი სხვაგვარად დატრიალდა.

გუშინ ირაკლი აზაროვი ტრაბზონში კლუბთან კონტრაქტის გასაფორმებლად ჩავიდა და დეღეს მას “ტრაბზონსპორში” სამედიცინო შემოწმებაც უნდა გაევლო, თუმცა ეს ყველაფერი ასე არ მოხდა.

თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის “დინამომ” ბოლო მომენტში ტრანსფერის დეტალები შეცვალა. აჭარული კლუბის ხელმძღვანელობამ იმაზე მეტი მოითხოვა, ვიდრე თავიდანვე იყო განსაზღვრული.

გავრცელებული ინფორმაციით, “ტრაბზონსპორი” ქართულ კლუბთან პრობლემის მოგვარებას ცდილოდა, მაგრამ უშედეგოდ. გამოცემა 61saat.com წერს, რომ ბოლო ინფორმაციით, ტრაბზონსპორმა პოზიცია არ შეიცვალა და მოლაპარაკებები ჩაიშალა.

https://twitter.com/DuyumFM/status/1478329790776201219?fbclid=IwAR0Gy5PyiInlmE-7M5jjP4qZ2IKrAmHXExrw2NVFalzOe__XzD-WtvAaf6A

ცხადია, ეს არ არის ოფიციალური ინფორმაცია, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ გუშინ გართულებული მოლაპარაკებების შესახებ პირველმა სწორედ ამ წყარომ გაავრცელა ინფორმაცია.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფრანგებმა მესი წლის სიმბოლურში არ შეიყვანეს, არც რონალდო

ჩილეში წყვილმა შვილს გრიზმან მბაპე დაარქვა