საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ბათუმის “დინამო” თურქულ ბელეკში ზამთრის წინა შეკრებას მართავს. პირველ ამხანაგურ შეხვედრაში გია გეგუჩაძის გუნდი პოლონეთის ექსტრაკლასას მიმდინარე სეზონის ლიდერს “ლეხ პოზნანს” დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში მე-12 წუთზე გაიხსნა. გიორგი ზარიას უხეშებოსთვის დანიშნული პენალტი ზუსტად დანი რამირესმა ზუსტად შეასრულა. მალევე ბათუმელთა კარში მეორე პენალტიც დაინიშნა, მაგრამ ამჯერად “დინამოს” მეკარე მიხეილ ალავიძე იყო ბრწყინვალე, რომელმაც პენალტის მოგერიება მოახერხა.
ტაიმის მიწურულს მესამე პენალტიც ვიხილეთ, ოღონდ უკვე პოლონელთა კარში. 11-მეტრიანი ზუსტად ვლადიმერ მამუჩაშვილმა შეასრულა.
მატჩის საბოლოო ანგარიში კი, 59-ე წუთზე დაფიქსირა. თორნიკე გაფრინდაშვილმა შორეული დარტყმით ცხრიანში ჩაუსვა მეტოქის მეკარეს.
ბათუმის “დინამო” თურქულ შეკრებაზე მომდევნო მატჩს, 23 იანვარს, გდანსკის “ლეხიას” დაუპირისპირდება.
GIPHY App Key not set. Please check settings