ეროვნულმა ლიგამ პირველი წრე შეაჯამა და საუკეთესოები გამოვლინა.
საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელად ბათუმის „დინამოს“ თავდამსხმელი ჯოვინო ფლამარიონი დასახელდა.
ბრაზილიელმა თავდამსხმელმა 8 მატჩში6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. ის პირველი წრის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.
შეგახსენებთ, რომ 26 წლის ფეხბურთელმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და აქვს უფლება, საქართელოს ნაკრებში ითამაშოს.
ბათუმის „დინამოს“ მწვრთნელი გია გეგუჩაძე საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.
9 მატჩიდან ბათუმის „დინამომ“ 6 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა. გუნდმა 21 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზეა.
57 წლის სპეციალისტი ეროვნული ლიგის საუკეთესო მწვრთნელი აქამდეც რამდენჯერმე გამხდარა.
ასევე შედგა პირველი წრის სიმბოლური გუნდი ცნობილია.
ნაკრებში 4 ფეხბურთელი მოხვდა ბათუმის „დინამოდან“, 3 – „დინამო თბილისიდან“, 2 – ქუთაისის „ტორპედოდან“, 1 – გორის „დილიდან“ და „სამტრედიიდან“.
მეკარე: როინ კვასხვაძე (ქუთაისის „ტორპედო“)
მცველები: ლადო მამუჩაშვილი (ბათუმის „დინამო“), პედრო მონტეირო (ქუთაისის „ტორპედო“), მამუკა კობახიძე (ბათუმის „დინამო“), ვანდერსონ სილვა (გორის „დილა“).
ნახევარმცველები: სანდრო ალთუნაშვილი (ბათუმის „დინამო“), ულად-ომარ იმრანი („დინამო თბილისი“), გაბრიელ სიგუა („დინამო თბილისი“).
თავდამსხმელები: უსმანე კამარა („დინამო თბილისი“), ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმის „დინამო“), ზვიად ნაჭყებია („სამტრედია“).
GIPHY App Key not set. Please check settings