in

ბავშვის დედა, რომელსაც რონალდუმ ტელეფონი დაუმტვრია: მანჩესტერიდან არავინ დამკავშირებია და ბოდიშიც არ მოუხდიათ

ეს ამბავი გასული სეზონის 32-ე ტურში მოხდა, როდესაც “ევერტონმა” “ემიუ” 1:0 დაამარცხა. ნამატჩევს, გაბრაზებულმა რონალდუმ ერთ-ერთი ქომაგის ტელეფონი იგდო ხელთ და დაამტვრია, მაგრამ მალევე ბოდიში მოიხადა.

ბავშვი აუტისტური სპექტრის მქონეა და “ევერტონის” გულანთებული ქომაგიცაა, დედამისმა კი დუმილი დაარღვია.

“მადლობა საფეხბურთო ასოციაციას, რადგან ინციდენტიდან მალევე დამიკავშირდნენ და შემპირდნენ, რომ კრიშტიანუ 50 000 გირვანქითა და რამდენიმე მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისჯებოდა. ისე, კარგი იქნებოდა ეს თანხა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების დახმარებას მოხმარებოდა.

ჰო, რაც შეეხება “იუნაიტედს”, იქიდან არავინ დამკავშირებია და ბოდიშიც არ მოუხდიათ მიუხედავად იმისა, რომ საამისოდ ძალიან დიდი დრო ჰქონდათ” – სარა კელი.

ჯერ უცნობია ეშმაკების პასუხი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პაბლო საბალეტა: ბელგიელებს არასწორი დამოკიდებულება აქვთ და ეს მაკვირვებს

ჰანზი ფლიკი ესპანეთთან ფრეზე: ეს კოლოსალური წარმატებაა და ჩემი ბიჭებით ვამაყობ