in

ა ბატონო გუნდი: ესპანეთი დომინანტია – ინგლისო, ეს რა არის?!

ესპანეთის ნაკრებმა საუცხოო, დომინანტური ფეხბურთი ითამაშა და ის, რომ მარტო პირველ ტაიმში დიდი ანგარიშით ვერ იგებდა, იტალიის ფორტუნას ბრალია. ესპანელებს ბოლოს მაინც იტალიელებმა „უჯიგრეს“ და ავტოგოლით ესპანეთმა პირველი ადგილი დაიკავა.
სამაგიეროდ ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს კიდევ ერთი ფავორიტი ინგლისი, რომელიც ჯგუფიდან კი გავა, მაგრამ ხარისხს უნდა მიხედოს, რადგან დანიამაც აშკარად დაჯაბნა.
სლოვენიამ რომ ბოლო წამზე გოლი გაუშვა, ეს შესაძლოა ძალიან ძვირად დაუჯდეს და სწორედ ამ გოლით ვერ გავიდეს.

C ჯგუფი. II ტური

სლოვენია – სერბეთი 1:1
20 ივნისი. მიუნხენი. “მიუნხენ ფუტბოლ არენა”. 65 223 მაყურებელი

გოლები: 1:0 კარნიჩნიკი (69. ელშნიკის პასით), 1:1 იოვიჩი (90+5. ილიჩის პასით)

სლოვენია: ობლაკი, კარნიჩნიკი, დრკუშიჩი, ბიჟოლი, იანჟა, სტოიანოვიჩი (76. ვერბიჩი), ჩერინი, ელშნიკი (90+1. ბრეკალო), მლაკარი (64. სტანკოვიჩი), შპორარი, შეშკო (76. ვიპოტნიკი)
მწვრთნელი: მატიაჟ კეკი

სერბეთი: რაიკოვიჩი, ველიკოვიჩი, მილენკოვიჩი, პავლოვიჩი, ჟივკოვიჩი (82. ბირმანჩევიჩი), ილიჩი, ლუკიჩი (64. ს. მილინკოვიჩ-სავიჩი), მლადენოვიჩი (46. გაჩინოვიჩი), ტადიჩი (82. სამარჯიჩი), ვლაჰოვიჩი (64. იოვიჩი), მიტროვიჩი
მწვრთნელი: დრაგან სტოიკოვიჩი

გაფრთხილება: მლადენოვიჩი (25), ლუკიჩი (54), იანჟა (87), იოვიჩი (90+2), გაჩინოვიჩი (90+4), ვიპოტნიკი (90+4)

უეფას ვერსიით მატჩის საუკეთესო მოთამაშე: ჟან კარნიჩნიკი

სლოვენიასა და სერბეთს შორის ევროპის ჩემპიონატზე წინა დაპირისპირებაც (ევრო 2000) ფრედ დასრულდა. სლოვენია მაშინაც იგებდა (3:0), თუმცა სერბებმა რიცხობრივ უმცირესობაში ანგარიში გაათანაბრეს – 3:3.

სლოვენიის ნაკრებმა, სერბეთთან შეხვედრის ჩათვლით, ბოლო 22 მატჩიდან გოლის გატანა მხოლოდ ერთში ვერ მოახერხა.

2000 წლის შემდეგ პირველად მოხდა, როდესაც სლოვენიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ანგარიშით წინ იყო.

ლუკა იოვიჩის არის მე-6 ფეხბურთელი, ვინც მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გოლი დამატებულ წუთებზე გაიტანა. 2 ტურის შემდეგ ეს უკვე ერთი მეტია, ვიდრე ევროპის წინა ჩემპიონატზე.

5 წლის და 213 დღის დუშან ტადიჩი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელმაც სერბეთის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა.

დანია – ინგლისი 1:1
20 ივნისი. ფრანკფურტი. “ფრანკფურტ არენა”. 46 520 მაყურებელი
გოლები: 0:1 კეინი (18), 1:1 ჰიულმანდი (34. კრისტიანსენის პასით)

დანია: შმეიხელი, ანდერსენი, ა. კრისტენსენი, ვესტერგაარდი, მელე, ჰიულმანდი (82. ნორდგაარდი), ჰოიბერგი, კრისტიანსენი (57. ბა), ერიქსენი (82. სკოვ ოლსენი), ვინდი (57. დამსგაარდი), ჰოილუნდი (67. პოულსენი)
მწვრთნელი: კასპერ ჰიულმანდი

ინგლისი: პიკფორდი, უოლკერი, სტოუნზი, გუეი, ტრიპიერი, ალექსანდერ-არნოლდი (54. გალაჰერი), რაისი, საკა (69. ეზე), ბელინგემი, ფოდენი (69. ბოუენი), კეინი (69. უოტკინსი)
მწვრთნელი: გარეთ საუთგეიტი

გაფრთხილება: ვესტერგაარდი (27), გალაჰერი (62), მელე (73), ნორდგაარდი (87)

უეფას ვერსიით მატჩის საუკეთესო მოთამაშე: პიერ-ემილ ჰოიბერგი

ევრო 2024-ზე უკვე 13 გოლი გავიდა საჯარიმოს გარედან, რაც უკვე მეტია, ვიდრე წინა ჩემპიონატის მთელ ჯგუფურ ეტაპზე (12).

ჰარი კეინი ინგლისის ნაკრების მხოლოდ მესამე მოთამაშეა მაიკლ ოუენისა და უეინ რუნის შემდეგ, ვინც ოთხ სხვადასხვა ტურნირზე გაიტანა გოლი – მსოფლიოს 2018 და 2022 წლების ჩემპიონატებზე, ასევე ევროპის 2020(21) და 2024 წლების პირველობებზე.

ჰარი კეინს ინგლისელი ფეხბურთელებიდან დიდ ტურნირებზე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში ყველაზე მეტი, 13 გოლი აქვს გატანილი.

ჯორდან პიკფორდმა დიდ ტურნირებზე 21-ე მატჩი ჩაატარა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ინგლისის ნაკრების მეკარეებს შორის, მან პიტერ შილტონის (20) რეკორდი გააუმჯობესა.

B ჯგუფი

ესპანეთი – იტალია 1:0
20 ივნისი. გელზენკირხენი. “არენა აუფშალკე”. 49 528 მაყურებელი
გოლი: 1:0 კალაფიორი (55-საკ. კარში)

ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, კუკურელია, პედრი (71. ბაენა), როდრი, ფაბიან რუისი (90+4. მერინო), იამალი (71. ფერან ტორესი), ნ. უილიამსი (79. პერესი), მორატა (79. ოიარსაბალი)
მწვრთნელი: ლუის დე ლა ფუენტე

იტალია): დონარუმა, დი ლორენცო, ბასტონი, კალაფიორი, დიმარკო, ჟორჟინიო (46. კრისტანტე), ბარელა, ფრატეზი (46. კამბიაზო), პელეგრინი (82. რასპადორი), კიეზა (64. ძაკანი), სკამაკა (64. რეტეგი)
მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

გაფრთხილება: დონარუმა (15), როდრი (45+1), კრისტანტე (46), ლე ნორმანი (69), კარვახალი (90+6)

უეფა-ს ვერსიით მატჩის საუკეთესო მოთამაშე: ნიკო უილიამსი

იტალია და ესპანეთი მეთერთმეტედ შეხვდნენ ერთმანეთს დიდ ტურნირებზე (8-ჯერ ევროპის ჩემპიონატებზე, 3-ჯერ მსოფლიო თასზე), რაც ზოგადად ორი ქვეყნის ნაკრებებს შორის დაპირისპირების სარეკორდო მაჩვენებელია. რეკორდია ისიც, რომ იტალიისა და ესპანეთის ნაკრებები ზედიზედ მეხუთედ შეხვდნენ ერთმანეთს დიდი ტურნირების სხვადასხვა სტადიაზე.

ესპანეთი უდიდეს უპირატესობას ფლობდა, „ფურია როხამ“ მეტოქის კარის მიმართულებით 20-ჯერ დაარტყა, ხოლო იტალიის ნაკრების მეკარემ, ჯანლუიჯი დონარუმამ 8 დარტყმა მოიგერია, ერთხელ კი ბურთი ხარიხას მოხვდა.

ესპანეთის ნაკრებმა 9-ჯერ დაურტყა იტალიის ნაკრებს პირველ ტაიმში. “სკუადრა აძურას”, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე, თამაშის ამ მონაკვეთში ამდენი დარტყმა არ მიუღია ევრო 2008-ის შემდეგ – ისიც ესპანეთთან მეოთხედფინალურ მატჩში.

იტალიის ნაკრებმა მხოლოდ 4-ჯერ დაარტყა (მხოლოდ ერთი – ზუსტად) ესპანეთის ნაკრების კარის მიმართულებით. ეს არის “სკუადრა აძურას” ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ევროპის ჩემპიონატის ერთი მატჩის ფარგლებში მინიმუმ 1980 წლიდან.

ერთადერთი ფეხბურთელი, ვისაც ამ ევროპის ჩემპიონატზე ნიკო უილიამსზე (6) მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა, მისი თანაგუნდელი ლამინ იამალია (7).

რიკარდო კალაფიორის ავტოგოლი მეხუთე იყო მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე.

რიკარდო კალაფიორი მხოლოდ მეორე იტალიელი ფეხბურთელია, ვინც დიდ ტურნირებზე ავტოგოლი გაიტანა კრიასტიან ძაკარდოს შემდეგ – 2006 წელს, აშშ-სთან.

პედრიმ მე-12 მატჩი ჩაატარა დიდ ტურნირებზე, რაც 21-წლამდელ ფეხბურთელებს შორის ყველაზე მაღალი შედეგია კრიშტიანო რონალდოს ანალოგიურ მიღწევასთან ერთად.

III ტური
24 ივნისი
ალბანეთი – ესპანეთი 23:00 სთ
ხორვატია – იტალია 23:00 სთ

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვეცადეთ ჩვენი გულშემატკივრებისთვის მიგვეძღვნა, მთელი გული ჩავდეთ…

ხვიჩა ოქროს ბურთს მოიგებს, ოღონდ… რატომ თქვა ჯუღელმა ის, რაც თქვა