ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი დაიწყო. ერთგვარად ისტორიული, რადგან გათამაშების ფორმატი შეიცვალა და სულ სხვანაირად, ე.წ. „შვეიცარიული სისტემით“ ჩატარდება.
I ტური
მილანი – ლივერპული 1:3
გოლები: 1:0 პულიშიჩი (3), 1:1 კონატე (23), 1:2 ვან დეიკი (41), 1:3 სობოსლაი (67)
პაულო ფონსეკას ხელმძღვანელობით „მილანმა“ ხუთიდან ერთი მატჩი მოიგო.
არნე სლოტს „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხუთ მატჩში ოთხი მოგება აქვს.
“მილანს” 11-ჯერ დაურტყეს ზუსტად კარში, რაც ჩემპიონთა ლიგაში მისივე ანტირეკორდის გამეორებაა. ასევე 11 ზუსტი დარტყმა მიიღო “მილანმა” “მანჩესტერ იუნაიტედთან” (2007) და “აიაქსთან” (2010) მატჩებში.
რეალი – შტუტგარტი 3:1
გოლები: 1:0 მბაპე (46), 1:1 უნდავი (68), 2:1 რიუდიგერი (83), 3:1 ენდრიკი (90+5)
18 წლისა და 58 დღის ენდრიკი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვინც „რეალის“ რიგებში ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა. ბრაზილიელმა გააუმჯობესა რაულის რეკორდი, რომელმაც 1995 წელს „ფერენცვაროშის“ კარში 18 წლისა და 113 დღის ასაკში გაიტანა.
„რეალი“ ზედიზედ 33 ოფიციალური მატჩია არ აგებს.
კილიან მბაპეს ყველა ტურნირზე „რეალის“ რიგებში შვიდ მატჩში ხუთი გოლი აქვს გატანილი.
“რეალმა”, ბოლო 21 მატჩიდან, მხოლოდ ერთხელ წააგო გერმანულ გუნდებთან ევროტურნირებზე (14 მოგება, 6 ფრე). ერთადერთი მარცხი (2:3) “ლაიპციგთან” 2022 წლის ოქტომბრით თარიღდება.
39 წლის და 8 დღის ლუკა მოდრიჩი გახდა მესამე ყველაზე ხანდაზმული მოთამაშე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში საგოლე გადაცემა შეასრულა რაიან გიგზისა (39 წლის და 363 დღის) და ამედეო კარბონის (39 წლის და 176 დღის) შემდეგ.
ბაიერნი – დინამო ზაგრები 9:2
გოლები: 1:0 კეინი (20-პენ), 2:0 რაფაელ გერეირო (33), 3:0 ოლისე (38), 3:1 პეტკოვიჩი (46), 3:2 ოგივარა (50), 4:2 კეინი (58), 5:2 ოლისე (61), 6:2 კეინი (73-პენ), 7:2 კეინი (78-პენ), 8:2 სანე (85), 9:2 გორეტცკა (90+2)
“ბაიერნისა” და ზაგრების “დინამოს” მატჩში გავიდა 11 გოლი – ეს არის ჩემპიონთა ლიგის ყველაზე უხვგოლიანი მატჩი 2016 წლის 22 ნოემბრის (“დორტმუნდი”-“ლეგია” 8:4) შემდეგ და ამავე ტურნირის ისტორიაში მეორე ყველაზე უხვგოლიანი მატჩი “მონაკო”-“დეპორტივოს” (8:3, 2003 წლის 5 ნოემბერი).
„ბაიერნი“ პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ერთ მატჩში ცხრა გოლი გაიტანა. ჩემპიონთა თასზე მიუნხენურმა კლუბმა ამდენივე გოლი გაუტანა 1972 წელს „ომონიას“.
თომას მიულერი რეკორდსმენი გახდა ჩემპიონთა ლიგაზე ერთ კლუბში ჩატარებული მატჩების რაოდენობით. 35 წლის ნახევარმცველმა 152-ე მატჩი ჩაატარა „ბაიერნის“ შემადგენლობაში და გაასწრო წინა რეკორდსმენს ჩავის.
„ბაიერნმა“ სეზონის სტარტიდან ხუთიდან ხუთი მატჩი მოიგო ბურთების შეფარდებით – 24:5.
„ბაიერნმა“ ზაგრების „დინამოს“ კარში 29 დარტყმა შეასრულა, აქედან 18 ზუსტი.
ჰარი კეინმა 2021 წლის ნოემბრის შემდეგ პირველი პოკერი შეასრულა. მაშინ ინგლისელმა ოთხი გოლი სან მარინოს ნაკრებს გაუტანა.
კეინს ჩემპიონთა ლიგაზე 33 გოლი დაუგროვდა. მან უეინ რუნის გაუსწრო და ყველაზე შედეგიანი ინგლისელია ტურნირის ისტორიაში.
კეინს ნაკრებსა და კლუბში ბოლო სამ მატჩში ცხრა გოლი აქვს. ამ სეზონში მას ჯამში 11 გოლი დაუგროვდა. შვიდი მატჩიდან ინგლისელმა ხუთში შეძლო გოლის გატანა.
სპორტინგი – ლილი 2:0
გოლები: 1:0 დიოკერეში (38), 2:0 დებასტი (65)
ვიქტორ დიოკერეშს სეზონის სტარტზე ცხრა მატჩში 12 გოლი დაუგროვდა, რასაც ხუთი შედეგიანი გადაცემა ემატება.
2024 წელს დიოკერეშს უკვე 38 გოლი აქვს. შედარებისთვის ჰარი კეინს 34, ერლინგ ჰალანდს – 33, მბაპეს – 30.
ზენო დებასტმა კარიერაში პირველი გოლი გაიტანა.
იანგ ბოიზი – ასტონ ვილა 0:3
გოლები: 0:1 ტილემანსი (27), 0:2 რემზი (38) , 0:3 ონანა (86)
„ასტონ ვილა“ მეოთხე ინგლისური კლუბია, რომელმაც სადებიუტო მატჩი მოიგო ჩემპიონთა ლიგაზე – „მანჩესტერ იუნაიტედის“ (1994), „ნიუკასლის“ (1997) და „ლესტერის“ (2016) შემდეგ.
უნაი ემერიმ კარიერაში უკვე მეექვსე კლუბთან ერთად აიღო სტარტი ჩემპიონთა ლიგაზე. ამ მხრივ რეკორდსმენია კარლო ანჩელოტი – რვა კლუბი.
იუვენტუსი – ეინდჰოვენი 3:1
გოლები: 1:0 ქენან ილდიზი (21), 2:0 მაკენი (27), 3:0 ნიკო გონსალესი (52), 3:1 საიბარი (90+3)
იუვენტუსი“ არ აგებს ტიაგო მოტას ხელმძღვანელობით – სამი მოგება და ორი ფრე, ბურთების შეფარდება – 9:1.
19 წლის ქენან ილდიზი „იუვენტუსის“ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა. აქამდე რეკორდსმენი იყო ალესანდრო დელ პიერო.
25 წლის და 149 დღის – ეს არის “იუვენტუსის” ყველაზე ახალგაზრდული სასტარტო შემადგენლობა მათ შორის, რომლითაც ტურინულ კლუბს ჩემპიონთა ლიგაში უთამაშია.
GIPHY App Key not set. Please check settings