in

ახლა წვიმას დააბრალებენ… ესეც თქვენი კვარადონა

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები გლაზგოში შოტლანდიასთან 0:2 დამარცხდა. მასპინძელთა გუნდმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა და Daily Record-მა, ცოტა არ იყოს და, უპატივცემულოდ, დასავლური პრესისთვის არადამახასიათებლად გააქილიკა “ჯვაროსნები”. რაც უნდა იყოს, სტუმრის პარტივისცემაც უნდა იცოდე, წაგებული გუნდისაც და აუცილებელია ემოციების კორექტულად გამოხატვის უნარი გაგაჩნდეს.

გამოცემამ თავის ნაკრებსა და გულშემატკივრებს, რომლებმაც თავსხმა წვიმისას სტადიონი არ დატოვეს, ისტორიის შემოქმედები უწოდა და დაწერა, რომ ეს მათ შეუძლიათ ამაყად მოუყვნენ შვილიშვილებს.

საქართველოს ყველაზე უცნაური მატჩი: მოგვიგო წვიმამ, გადადებამ, წნეხმა, შოტლანდიამ…

აი, თქვენ “კვარადონაც”

“საქართველო მას შემდეგ გვეწვია, რაც ბოლო 15 მატჩიდან მხოლოდ 1 წააგო და ამ სერიაში რამდენიმე შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა. მათმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შეხვედრის წინ თქვა, რომ ნებისმიერი გუნდისთვის ღირსეული მოწინააღმდეგენი არიან, თუმცა მისი ტრაბახი “ჰემპდენზე” არ დადასტურდა.

ეს პროგრესირებადი გუნდია, მაგრამ შოტლანდიასთან მარცხი იწვნია და ახლა თავის გამართლების მიზნით წარუმატებლობას წვიმის გამო შეწყვეტილ თამაშს დააბრალებენ, რაც არ იმუშავებს. შოტლანდია ვიზავიზე კლასით მაღლა გამოიყურებოდა, ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელები მოედანზე ფართოდ მოქმედებდნენ, ხოლო მათი ვარსკვლავური მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელია მარცხენა ფლანგზე ჯიუტად ცდილობდა მეტოქის დაჯაბვნას. აარონ ჰიკის სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი მოკლე სადავით ჰყავდა დაჭერილი.
“ნაპოლის” გარემარბს, რომელსაც დიეგო მარადონას ადარებენ, თავის ტალანტს აფეთქებებისას ამჟღავნებდა, მაგრამ იშვიათად მოჩანდა, რომ სტივ კლარკის დაცვის გარღვევა შეეძლო. პროგრესისა და რწმენის ნიშნით ამ შოტლანდიას აქვს უნარი, შეასრულოს საკუთარი სამუშაო ისეთი მეოთხე ეშელონის წარმომადგენლებთან დაპირისპირებაში, როგორიც საქართველოა. თუმცა ძველ დროში მათთან ხშირად ბრძოლასაც ჰქონდა ადგილი.

ვილის ცრემლიანი თვალები

ეროვნული ჰიმნების შესრულებისას სტადიონის პერსონალი გიგანტური ნიჩბებით ცდილობდა მოედნიდან წყლის განდევნას, მაგრამ ეს გადაუჭრელი ამოცანა აღმოჩნდა. ვიქნებით სამართლიანნი და ვიტყვით, ქართველთა გუნდის თავკაცი ჩიოდა მსაჯ იშტვან ვადთან, რომ მოედანზე ბურთს მოძრაობა უჭირდა და თამაში შეუძლებელი გახლდათ. უნგრელი არბიტრი დაეთანხმა მაკტომინის გოლის შემდეგ და გუნდები გასახდელში გაიყვანა”.

sportall.ge

იყო კომუნიკაციის ნაკლებობაა, არანაირი ახსნა, ფეხბურთელების აზრი არ გაითვალისწინეს: ვილი სანიოლი მეტ პატივისცემას ითხოვს

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თამაში არ უნდა დაგვეწყო: გურამ კაშია

დინამოს ასტანა შეხვდა