პრემიერლიგაში შესაძლოა გადამწყვეტი მატჩი გაიმართა: ჩემპიონობისთვის მებრძოლი ორი გუნდი ერთმანეთს შეხვდა და „სიტიმ“ ულაპარაკოდ მოუგო „არსენალს“ – 4:1. ახლა მთავარი ფავორიტი სწორედ გვარდიოლას „ქალაქელი“ ბიჭები არიან. ლონდონურმა კლუბმა არც თუ დიდი ხნის წინ არსებული დიდი უპირატესობა გაფლანგა.
ანგარიში კევინ დე ბრუინმა მე-7 წუთზე გახსნა. 45+1 წუთზე ჯონ სტოუნსმა მასპინძლები შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით გაიყვანა. 54-ე წუთზე იმავე კევინ დე ბრუინმა მესამე გოლიც გაიტანა. სტუმართაგან ერთადერთი გოლი რობ ჰოლდინგმა შეაგდო (86-ე წთ), საბოლოო ანგარიში კი ერლინ ჰოლანდმა 90+5 წუთზე დასვა
31 ტურის შემდეგ „სიტი 73 ქულით მე-2 ადგილზე კი დარჩა, მაგრამ „არსენალს“ 2-ით მეტი მატჩი აქვს გამართული. ლონდონელებს 75 ქულა აქვთ. თუ „სიტი“ თავის ორ მატჩს მოიგებს, გამოვა, რომ მთელი 4 ქულით გადაასწრებს მოწინააღმდეგეს.
„სიტიმ“ „არსენალი“ ზედიზედ მერვედ დაამარცხა საერთო ანგარიშით 21:4.
„სიტიმ“ პრემიერლიგაში ზედიზედ 7 მატჩი მოიგო საერთო ანგარიშით 22:5.
„არსენალი“ პრემიერლიგაში ზედიზედ 4 მატჩა ვერ იგებს – წაგება და 3 ფრე.
„არსენალმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ადგილი გაინაღდა და ამ ტურნირზე პირველად ითამაშებს 2016/17 წლების შემდეგ.
გვარდიოლამ 9 მატჩიდან 8 მოუგო არტეტას.
გვარდიოლა: „ჩამოვრჩებით, მაგრამ მთავარია, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია.
დაღლილობასთან ბრძოლაში გამარჯვებები გვეხმარება – ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალსა და ინგლისის თასის ფონალში გასვლა“.
არტეტა: „ძალიან გაწბილებული ვარ. უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა. წინ კიდევ არის მატჩები“.
ჰოლანდს „სიტიში“ 43 მატჩში 49 გოლი აქვს. 1987 წლის შემდეგ მან ინგლისის ჩემპიონატში პირველმა გაიტანა ამდენი გოლი.
ჰოლანდმა პრემიერლიგაში 33 გოლი გაიტანა და სალაჰის რეკორდი გააუმჯობესა.
ჰოლანდის ანგარიშზე 21 (17+4) ქულაა ბოლო 11 საკლუბო მატჩში.
GIPHY App Key not set. Please check settings