in

ახლა უფრო რთულად: შავმა ლომმა ჩილელებს მოუგო

„შავი ლომმა“ სამხრეთამერიკულ ტურნეში მეორე ტესტმატჩი ჩილეს „სელკნამთან“ გამართა და დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა – 33:30.

ჩვენების შემადგენლობაში იძულებითი ცვლილება მოხდა – ბოლო ვარჯიშზე მცირე ტრავმები მიიღეს სოსო მათიაშვილმა და სანდრო თოდუამ, მათ ნაცვლად ძირითადში ლაშა ხმალაძე და ოთარ ლაშხი დადგნენ.

ჩილელებმა სტუმრებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და პირველ ტაიმში ორი ლელოც დადეს, რასაც ქართველმა მორაგბეებმა სამით უპასუხეს – თავი ოთარ ლაშხმა, გიორგი და მიხეილ ბაბუნაშვილებმა გამოიჩინეს, სამივე ლელო გიორგი ბაბუნაშვილმა შედეგიანად გარდასახა და ტაიმი „შავმა ლომმა“ 21:10 მოიგო.

შეხვედრის მეორე ნახევარი ჩილელმა მორაგბეებმა უფრო აქტიურად ჩაატარეს. ტაიმის სტარტზე პირველი ლელო ქართველებმა დადეს. „სელკნამის“ მორაგბეებმა მთელი ძალით შეუტიეს, რასაც შედეგიც მოჰყვა – მეტოქემ ორი გარდასახული ლელო და ერთი ჯარიმა გაიტანა და უპირატესობა მინიმუმამდე შეამცირა – 28:27. მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე კი ჩილელებმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანეს და დაწინაურდნენ – 30:28.

ქართველმა მორაგბეებმა თამაშის გადარჩენა მაინც მოახერხეს – შეხვედრის ბოლო შეტევა აკაკი ტაბუცაძემ ლელოთი დაასრულა და „შავმა ლომმა“ 33:30 მოიგო.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთამერიკული ტურნეს პირველ შეხვედრაში ქართველებმა არგენტინული „დოგოს XV“ დიდი ანგარიშით 75:19 დაამარცხეს.

„შავი ლომი“ ტურნეს არგენტინაში განაგრძობს და მორიგ მატჩს 22 აპრილს, ბუენოს აირესში ღამის 01:00 საათზე „პამპასის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლაშა ტალახაძე 2022 წლის საუკეთესო ძალოსანია

ვიდეო: ქართულ დერბიში მიქაუტაძემ გაიტანა – გიორგის მე-16 გოლი