პრემიერლიგაში მე-12 ტურის გადატანილი მატჩი გაიმართა. ოღონდ ეს ერთი რიგითი შეხვედრა ვერ იყო – ლიდერი „არსენალი“, რომელიც ბოლოს ქულების დაკარგვას დაეჩვია, „სიტის“ შეხვდა – სტუმრებმა 3:1 მოიგეს და ახლა ორივე გუნდს თანაბარი ქულები აქვთ – 51 ქულა. „არსენალი“ მაინც რჩება პოტენციურ ლიდერად, რადგან ერთი მატჩი თადარიგში აქვს.
არ ჩაუვლია შეხვედრას ინციდენტების გარეშე.
კევინ დე ბრუინმა „არსენალის“ მწვრთნელ არტეტას უჯიკა. ბელგიელს სურდა ბურთი მალე დაებრუნებინა თამაშში, მწვრთნელმა ბურთს ფეხი კრა და გვერდზე გადააგდო, რამაც დე ბრუინი განარისხა და ხელიც უბიძგა.
42-ე წუთზე მსაჯმა ენტონი ტეილორმა პენალტი დანიშნა „სიტის“ კარში, როდესაც ედერსონი „არსენალის“ თავდამსხმელ ნკეტიას შეეჯახა. ამ დროისთვის (36-ე წთ – დროის გაყვანისთვის) ედერსონი უკვე გაფრთხილებული იყო და არბიტრმა ბრაზილიელს მეორე ყვითელი აღარ უჩვენა.
მსაკმა VAR-ის შემდეგ გააუქმა პენალტი „არსენალის“ კარში, ჰოლანდი თამაშგარეში იყო.
არსენალი – მანჩესტერ სიტი 1:3
გოლები: 0:1 დე ბრუინი (24), 1:1 საკა (42, პენ), 1:2 გრილიში (72), 1:3 ჰოლანი (82)
გვარდიოლა: „პირველ ტაიმში ისინი ბევრად უკეთესები იყვნენ. შესვენების შემდეგ „სიტი“ აგრესიულად ათამაშდა“.
ჰოლანდი: „სიტი“ – ეს „ჩვენ“ ვართ და არა „მე“. ჩვენ ისევ საქმეში ვართ“.
არტეტა: „ახლა უფრო მეტად მჯერა ტიტულის, ვიდრე მატჩამდე. ვგრძნობდით, რომ შეგვეძლო ან ბრძოლაში გამარჯვება“.
ერლინგ ჰოლანდმა გაიმეორა აგუეროს რეკორდი „სიტიში“ ერთ სეზონში გატანილი გოლებით – 26. ნორვეგიელს 22 მატჩი ეყო.
გვარდიოლამ პრემიერლიგაში არტეტას „არსენალს“ 6-დან 6-ვე შეხვედრა მოუგო.
„არსენალი“ 2015-ის შემდეგ ვერ უგებს „სიტის“ ჩემპიონატში, ზედიზედ 11-ჯერ წააგო.
„არსენალს“ 3 წაგება და 1 ფრე აქვს მას შემდეგ, რაც „იუნაიტედი“ დამარცხა.
GIPHY App Key not set. Please check settings