გიორგი მამარდაშვილის “ვალენსიამ” ლა ლიგის ბოლო ტურში ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოიგო ერთ-ერთ კონკურენტ “ვალიადოლიდთან” (2:1). გაშვებულ გოლში ბრალი მიუძღვის ქართველ მეკარეს, თუმცა მეორე ტაიმში მან გამოასწორა შეცდომა და გუნდი გადაარჩინა.
ვალენსიამ კონკურენტს მოუგო, გაშვებული გოლი მამარდას ბრალია
გიორგიმ სოცქსელში მცირე პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ რთულ პერიოდს გადალახავს.
„ვიცი, რომ ახლა საუკეთესო ფორმაში არ ვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სირთულეები უფრო ძლიერს მხდის. მთელ ძალისხმევას ვდებ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დავუბრუნდე ჩემს საუკეთესო ფორმას. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის!“ – წერს გიორგი მამარდაშვილი.
GIPHY App Key not set. Please check settings