in ,

ახლა რა იქნება: საქართველო B ლიგაში დასარჩენად იბრძოლებს – ვისთან და როდის

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფში ბოლო მატჩი წააგო და იმის ნაცვლად პირველზე გასულიყო, მესამე ადგილზე აღმოჩნდა.

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ყველგან დასრულდა და გარკვეულია ყველა მეოთხედფინალისტი, აგრეთვე გუნდების გადაადგილებები და პლეი ოფების მონაწილეები.

A ლიგა

1/4-ფინალში გავიდნენ: პორტუგალია, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი (განთესილები); ხორვატია, იტალია, ნიდერლანდები, დანია (განუთესავები).

დასარჩენ პლეი-ოფში (A/B) ითამაშებენ: შოტლანდია, ბელგია, უნგრეთი, სერბეთი.

B ლიგაში გავარდნენ: პოლონეთი, ისრაელი, ბოსნია, შვეიცარია.

B ლიგა

A ლიგაში გადავიდნენ: ჩეხეთი, ინგლისი, ნორვეგია, უელსი.

გადასასვლელ პლეი-ოფში ითამაშებენ (B/A): უკრაინა, საბერძნეთი, ავსტრია, თურქეთი.

დასარჩენ პლეი-ოფში ითამაშებენ (B/C): საქართველო, ირლანდია, სლოვენია, ისლანდია.

C ლიგაში გავარდნენ: ალბანეთი, ფინეთი, ყაზახეთი, მონტენეგრო.

C ლიგა

B ლიგაში გადავიდნენ: შვედეთი, რუმინეთი, ჩრდ. ირლანდია, ჩრდ. მაკედონია.

გადასასვლელ პლეი-ოფში ითამაშებენ (C/B): სლოვაკეთი, კოსოვო, ბულგარეთი, სომხეთი.

დასარჩენ პლეი-ოფში ითამაშებენ (C/D): ლუქსემბურგი, ლატვია.

D ლიგაში გავარდნენ: აზერბაიჯანი, ლიეტუვა.

D ლიგა

C ლიგაში გადავიდნენ: სან მარინო, მოლდოვა.
გადასასვლელ პლეი-ოფში ითამაშებენ (D/C): გიბრალტარი, მალტა.

ტურნირის ფორმატი

A ლიგაში ჯგუფების გამარჯვებულები და მეორეადგილოსნები გავიდნენ მეოთხედფინალში, რომელიც გაიმართება 2025 წლის მარტში – შინ და სტუმრად. ჯგუფის გამარჯვებული უმასპინძლებს საპასუხო მატჩს.

მეოთხედფინალის ოთხი გამარჯვებული გადავა ერთა ლიგის ფინალურ ოთხთა ტურნირში, გავარდნის სისტემის შენარჩუნებით, ნახევარფინალით, მესამე ადგილისთვის მატჩით და ფინალით.

ნახევარფინალური წყვილები, ისევე როგორც ნომინალური მასპინძლები განისაზღვრება წილისყრით. ოთხთა ფინალის მასპინძელი ქვეყანა შეირჩევა 4 გუნდიდან.

B, C და D ლიგებში ჯგუფების გამარჯვებულები პირდაპირ დაწინაურდნენ, ხოლო A და B ლიგებში თითოეულ ჯგუფში ბოლო ადგილებზე გასული გუნდები პირდაპირ დაქვეითდებიან.

C ლიგას აქვს 4 ჯგუფი და ლიგა D-ს მხოლოდ ორი, C ლიგის 2 ყველაზე უარესი რეიტინგის მქონე გუნდი ავტომატურად დაქვეითდება.

ასევე დაინერგა დაწინაურება/დაქვეითების პლეი-ოფი, სადაც A ლიგაში მესამე ადგილზე გასული გუნდები B ლიგაში მეორე ადგილებზე გასულებს შეხვდებიან, B ლიგაში მესამე ადგილზე მყოფი გუნდები დაუპირისპირდებიან C ლიგაში მეორე ადგილებზე გასულებს. C ლიგაში მეოთხე ადგილებზე გასული საუკეთესო 2 გუნდი დაუპირისპირდება D ლიგის მეორეადგილოსნებს. მატჩები ჩატარდება შინ/გარეთ სისტემით 2025 წლის მარტში (ლიგა A/B და B/C) და 2026 წლის მარტში (ლიგა C/D). გამარჯვებულები მიდიან ზედა ლიგაში, დამარცხებულები – ქვედაში.

ორმხრივ მატჩში საპასუხო მატჩს უმაღლესი რეიტინგის მქონე გუნდი ითამაშებს საკუთარ მოედანზე.

კვალიფიკაცია 2026 წლის მსოფლიო თასზე

2024/25 წლების ერთა ლიგა ნაწილობრივ იქნება დაკავშირებული მსოფლიო თასის 2026 წლის გათამაშების ევროპული ზონის კვალიფიკაციასთან, სადაც იქნება 12 ჯგუფი და ამ ჯგუფების გამარჯვებული მიიღებენ პირდაპირ საგზურს მსოფლიო ჩემპიონატზე.

ხოლო 12 ჯგუფის მეორეადგილოსანი და პლუს კიდევ 4 საუკეთესო გუნდი ერთა ლიგის საერთო რეიტინგის მიხედვით, რომლებიც საკვალიფიკაციო ჯგუფში პირველ-მეორე ადგილებს მიღმა გავიდნენ, იასპარეზებენ პლეი-ოფში.

ეს პლეი-ოფი დაიყოფა ოთხ ბილიკად, უკვე ნაცნობი სისტემით – თითომატჩიანი ნახევარფინალი და ფინალი (მასპინძლები წილისყრით ირკვევა), საიდანაც მსოფლიო თასზე კვალიფიკაციას კიდევ 4 გუნდი მიიღებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

წარმატების საიდუმლო პატრიოტიზმია: ბიჭებმა შეუძლებელი შეძლეს – რამაზ სვანაძე ბედნიერია

ნაკრებმა ჰელსინკიში პირველი ვარჯიში გამართა