1-ელ ნოემბერს, პრემიერლიგის მეათე ტურში “ლივერპულმა” “ასტონ ვილა” 2:0 დაამარცხა.
“მერსისაიდელების” კარის დარაჯმა გიორგი მამარდაშვილმა პირველად შეინახა “წითლების” რიგებში კარი “მშრალად”.
როგორც ჩანს, “ლივერპულის” ქომაგები ქართველი მეკარის თამაშით აღფრთოვანებულები არიან, გთავაზობთ მათ კომენტარებს სოციალური ქსელიდან:
მამარდას მშრალი მატჩი, სუპერსეივი და ლივერპულის გამარჯვება
“ქეშის დარტყმის შემდეგ, ამ მოგერიებას არასდროს დავივიწყებ”.
“რა მოგერიება იყო, ვაუ!”.
“ხალხი ამბობდა, რომ ის არასაკმარისად კარგი იყო, ახლა რას იტყვით?”.
“კარის ხაზზე ძალიან ძლიერია, თუ ფეხით თამაშს გააუმჯობესებს, გასაოცარი იქნება”.
“შეიძლება ითქვას, რომ მატჩი მისმა მოგერიებამ მოგვაგებინა, ეს უდიდესი მომენტი იყო, არავინ იცის, მდევრის როლში რომ ვყოფილიყავით, რა მოხდებოდა”.
“წინა მატჩებში გაშვებული გოლები მისი ბრალი საერთოდ არ ყოფილა”.
“ლივერპული” ჯერჯერობით 18 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას სამშაბათს, 4 ნოემბერს სახლში, ჩემპიონთა ლიგაზე “რეალთან” ჩაატარებს.
sportall.ge



GIPHY App Key not set. Please check settings