ქარიმ ბენზემა ოფიციალურად წარადგინეს „ალ იტიჰადის“ ფეხბურთელად.
საუდის არაბეთის კლუბმა ფრანგი ფეხბურთელის პრეზენტაცია საკუთარ სტადიონზე მოაწყო. ცერემონიას 62 ათასი ადამიანი დაესწრო.
ფეხბურთელი ფანებს მიესალმა ფრაზით „ას სალიამუ ალეიქუმ“ (არაბული მისალმება, „გამარჯობის“ ექვივალენტია. ზუსტი თარგმანია „მშვიდობა თქვენ“).
ღონისძიებისას ბენზემამ გულშემატკივრებს „ოქროს ბურთი“ აჩვენა. სტადიონზე მოაწყვეს სინათლის შოუ. ტრიბუნაზე იყო ფეხბურთელის ორეული – დაბინტული ხელითა და ქარიმის მსგავსი წვერით. ბუნებრივია, მასაც „ალ იტიჰადის“ მაისური ემოსა.
ბენზემა ბურთებზე ავტოგრაფს ტოვებდა და ქომაგებს ურიგებდა, ბავშვებს კი მაისურები უსახსოვრა. მან ტრიბუნების ფონზე რამდენიმე სელფიც გააკეთა.
ბენზემა: „საუდის ლიგაში რამდენიმე ხმაურიანი გვარია. პირველ რიგში რონალდო,. ახლა კი მეც. აქ თამაში არ ნიშნავს კარიერის დასრულებას“.
GIPHY App Key not set. Please check settings