in

ახლა ვაცნობიერებთ სად ვართ…

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება გერმანიაში დაიწყო. ქალაქ ფელბერტში მდებარე ჩვენი გუნდის საწვრთნელ ბაზაზე საქართველოს ნაკრებმა პირველად ივარჯიშა.

ფოტო: ნაკრების პირველი ვარჯიში ფელბერტში – ყველას არ უვარჯიშია

ევრო 2024-ისთვის მზადების ახალი ეტაპის და ევროპის ჩემპიონატის შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა, საბა ლობჟანიძემ და ანზორ მექვაბიშვილმა გააკეთეს:

საბა ლობჟანიძე :
„გერმანიაში ჩამოსვლის დღე ჩვენთვის ძალიან ემოციური იყო. ახლა ვაცნობიერებთ სად ვართ, მაგრამ ამავდროულად მეტად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ. დაიწყო მზადების ახალი ეტაპი, რომლის ფარგლებშიც საბოლოოდ მოვემზადებით თამაშებისთვის.

მონტენეგროსთან ამხანაგური მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გამოჩნდა ხარვეზები, რაზეც ვიმუშავებთ, გავაუმჯობესებთ და 100 პროცენტით მზად ვიქნებით თურქეთთან შეხვედრისთვის. გულშემატკივართა მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მონტენეგროშიც იყვნენ და მათი მუხტი იგრძნობოდა, რაც ძალიან სასიამოვნოა ფეხბურთელისთვის.

მათი მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება. ერთი ოჯახი ვართ და გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ განსაკუთრებული გრძნობაა, როდესაც ამას შენს მეგობრებთან ერთად აკეთებ“.

ანზორ მექვაბიშვილი:
„ევროპის ჩემპიონატი გუნდისთვის და მთელი ქვეყნისთვის ახალი გამოწვევაა. დარწმუნებული ვარ, ყველა ფეხბურთელი ცდილობს, მაქსიმალურად ფოკუსირებული იყოს თითოეულ დეტალზე, რომ კარგად წარმოვაჩინოთ თავი.

21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე მთელმა ქვეყანამ ნახა, რომ სწორი მიდგომით ყველა ნაკრებთან შეიძლება კარგად თამაში და მოგებაზე ფიქრი. ეს გამოცდილება წაგვადგება ყველას. ეროვნულ ნაკრებში ბევრი ფეხბურთელია, ვინც 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა.

მონტენეგროსთან ამხანაგური თამაში მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ გვენახა, თუ რა ეტაპზე ვართ ახლა. ვფიქრობ, რომ დარჩენილ ერთ კვირაში გუნდი ასი პროცენტით მზად იქნება თურქეთთან თამაშისთვის“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფოტო: ნაკრების პირველი ვარჯიში ფელბერტში – ყველას არ უვარჯიშია

სანიოლის ხელმძღვანელობით ევრო 2024-ზე ითამაშებს პატარა ქვეყანა…