in

ახლა ექსპერიმენტების დრო არ არის: სანიოლისთვის მთავარი სწორი ბალანსია

საქართველოს ნაკრები ხვალ საღამოს შოტლანდიას უმასპინძლებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე. ჩვენს ჯგუფში ორი ტურით ადრე ყველაფერი გარკვეულია – შოტლანდია გავიდა, ისევე როგორც ჩვენი ბოლო მეტოქე ესპანეთი. შესაბამისად, ამ ორ შეხვედრას მხოლოდ ფორმალური ხასიათი აქვს პრესტიჟის ქულებისთვის და მარტის ერთა ლიგის უმნიშვნელოვანესი მატჩ(ებ)ისთვის მოსამზადებლად.

ხვალინდელი შეხვედრის წინ, ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

ვილი სანიოლი:

„თბილისში შოტლანდიასთან აქამდე არ წაგვიგია, მაგრამ შესაძლოა ეს სტატისტიკა ადრე თუ გვიან დასრულდეს. ჩვენთვის მთავარია, რომ მარტის პლეი-ოფისთვის კარგად მოვემზადოთ. ამ მხრივ ეს ორი მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

შოტლანდიის ნაკრები კარგი გუნდია. ეს შეხვედრა ორივე ნაკრებისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ პლეი ოფისთვის ვემზადებით, ისინი კი ევროპის ჩემპიონატისთვის. არა მგონია, მატჩი უგოლოდ დასრულდეს.

ახლა ექსპერიმენტების დრო აღარ რჩება. ფეხბურთელებმა უნდა იცოდნენ, რას ველოდები მათგან. სხვადასხვა მოთამაშეები და სქემები უკვე გამოვცადეთ.

გუნდში საკმაოდ კარგი გარემოა, რადგან ოქტომბერში წარმატებით ვითამაშეთ. ვიცი, რომ ზურიკო დავითაშვილი შვილს ელოდება. მას არჩევანის საშუალება მივეცით და მან გუნდში დარჩენა გადაწყვიტა.
სიგუას თაობაზე „ბაზელმა“ შეკრებამდე გვაცნობა, რომ აქილევსის მყესი აწუხებს და იძულებული ვიყავით, რომ მასზე უარი გვეთქვა.

კვარაცხელიასთვის და მისი გუნდისთვისაც გასული სეზონი გამორჩეული იყო. ზედიზედ ასეთი შდეგის გამეორება რთულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ხვიჩა თავის ფორმას დაუბრუნდება.

ჩაკვეტაძის პროგრესი ძალიან მახარებს. ეს ბოლო დროს მისი შრომის შედეგია, რადგან ინგლისში ამის გარეშე წარმატებით თამაში შეუძლებელია.

იქნებიან თუ არა ერთად კვარაცხელია და ჩაკვეტაძე? ასეთი კითხვები სულ შემტევ ფეხბურთელებს ეხება, ჩემთვის კი მთავარი დაცვის და შეტევის სწორი ბალანსის შერჩევაა“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველო ძალიან კარგია და მასთან დადებითი შედეგი სასიხარულო იქნება

ამ მატჩებით ვემზადებით ფლეი-ოფისთვის: იმედია, აიაქსსაც გავუმკლავდები