in ,

ახალი ჩემპიონი არ შედგა: ჩემპიონთა ლიგა ჩელსიმ მოიგო – ტუხელმა პეპი დაჩაგრა

ჩემპიონთა თასს ახალი მფლობელი ისევ არ ეყოლება: ლონდონის “ჩელსი” ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის გამარჯვებულია. არისტოკრატებმა ეს ისტორიაში მეორედ მოახერხეს და “ჩელსი” გახდა მე-13 გუნდი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა ორჯერ ან მეტჯერ აქვს მოგებული.

ფინალური შეხვედრა პორტოში “დრაგაოზე” გაიმართა და მესამედ ვიხილეთ ინგლისური ფინალი. მატჩს 16 500 გულშემატკივარი დაესწრო და მათ სტადიონზე ძალიან მაგარი, მონატრებული საფეხბურთო ატმოსფერო შექმნეს.

მუდამ 1:0 ჩელსის სასარგებლოდ – ფინალის ციფრები და ფაქტები

მატჩი საკმაოდ მაღალ ტემპში დაიწყო და ორივე გუნდი შემტევი ფეხბურთის თამაშს ცდილობდა. გვარდიოლას გუნდი ბურთს მეტად აკონტროლებდა, “ჩელსი” კი ძირითადად კონტრშეტევებით და გრძელი პასებით ცდილობდა ფონს გასვლას. “სიტის” ტერიტორიული უპირატესობის მიუხედავად, “ჩელსის” შეტევები გაცილებით მწვავე იყო. ტიმო ვერნერს ორჯერ შეეძლო გატანა, მაგრამ გერმანელმა თავდამსხმელმა ჯერ ბურთს ფეხი ააცილა, შემდეგ კი, ხეირიანად ვერ დაარტყა და ედერსონი ბურთს იოლად დაეუფლა.

მანჩესტერელთაგან სახიფათო მომენტი ფოდენს ჰქონდა, რომელიც საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ ანტონიო რუდიგერმა დაუფარა. ამ მომენტიდან მალევე ტუხელს სერიოზული პრობლემა შეექმნა. ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში ტიაგო სილვა დაშავდა და შესაცვლელი გახდა.

მატჩის ერთადერთი გოლი 42-ე წუთზე გავიდა. მეისონ მაუნტმა იდეალური პასით მთელი დაცვა მოჭრა და კაი ჰავერცი მეკარესთან პირისპირ დატოვა. მანაც მოატყუა ედერსონი და ცარიელ კარში შეაგორა ბურთი.

ეს ჰავერცისთვის ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი პირველი გოლია. თანაც სადებიუტო გოლი ფინალში გაიტანა და როგორც გაირკვა ამ გოლით თავის გუნდს ჩემპიონობაც მოუტანა.


მეორე ნახევარის სტარტზევე “სიტიმ” უდიდესი დარტყმა მიიღო. რუდიგერმა უწყინარ სიტუაციაში დე ბრუინი გამოიყვანა მწყობრიდან და ბელგიელმა გამთამაშებელმა თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

მეორე ტაიმი “სიტის” უპირატესობით წარიმართა, მაგრამ “ჩელსი” დაცვაში ძალიან მაგრად იდგა და პეპის ბიჭებს არაფრის შანსი არ მისცა. მთელი 90 წუთის განმავლობაში “სიტის” რეალური საგოლე მომენტი არც ჰქონია.

საბოლოოდ, 1:0 და “ჩელსი” ისტორიაში მეორედ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. “სიტიზე” კი ფინალში დებიუტანტის “წყევლამ” იმოქმედა. ლიგის ფინალში პირველად გასულ გუნდს თასი არასოდეს მოუგია.

მანჩესტერ სიტი – ჩელსი 0:1

29 მაისი. პორტო. “დრაგაო”

0:1 ჰავერცი (42)

სიტი: ედერსონი – უოკერი, დიაში, სტოუნსი, ზინჩენკო – გუნდოგანი, დე ბრუინი, ბერნარდო – მაჰრეზი, სტერლინგი, ფოდენი

ჩელსი: მენდი – ჯეიმსი, ტიაგო სილვა, რუდიგერი – კანტე, ჟორჟინიო, ჩილველი, ასპილიკუეტა – ვერნერი, მაუნტი, ჰავერცი

ფოტოები: არაფერია ოჯახურ ზეიმზე უკეთესი – ხვევნა-კოცნა და უბრალოდ ბედნიერება ფინალის შემდეგ

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სკანდალი ქართულ რაგბიში: დიდ 10-ში მსაჯები გაიფიცნენ

ტუხელმა აბრამოვიჩი მოგების შემდეგ, მოედანზე გაიცნო: აქამდე თურმე არ შეხვედრილან