in

ახალი ოცნება გვაქვს: მსოფლიო დონის ახალგაზრდები გვყავს – კაპიტანს მუნდიალზე უნდა

საქართველოს ნაკრებს ხვალ ერთა ლიგის პირველი თამაში აქვს. მეტოქე ძლიერია – ჩეხეთი. ჩვენებმა წინა დღის ტრადიციული პრესკონფერენცია გამართეს. მთავარ მწვრთნელთან ერთად ჟურნალისტებს გუნდის კაპიტანი შეხვდა.

რაც მეტს მიაღწევ, უფრო მეტი გინდა: ჩეხეთს ახლა უკეთ უნდა ვეთამაშოთ, ვიდრე ევროზე

გურამ კაშია:

„ყოველი ახდენილი ოცნების შემდეგ, ახალი ოცნება გაქვს. მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა საოცრება იქნება. ჩვენ გუნდს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. მსოფლიო დონის ახალგაზრდები გვყავს და დიდი იმედი მაქვს, რომ ამას შევძლებთ. თუმცა, ძალიან გრძელი და ურთულესი გზა არის მსოფლიო ჩემპიონატამდე.
მაქსიმალური შედეგისთვის ყველაფერი უნდა გავიღოთ.

არ უნდა დავუშვათ შეცდომა, რომ ადვილად მოვიგებთ. ადვილად ვერავისთან ვერ მოვიგებთ. მეგობრები მეუბნებიან, ჩეხეთს იოლად მოვუგებთო. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს, საქართველოს ნაკრები ტოპ-გუნდია, მაგრამ არ არის ასე.

ჩეხეთთან განსაკუთრებით სტანდარტებზე გაგვიჭირდა, ფიზიკურად ძლიერები და ჩვენზე მაღლები არიან და ამიტომ, ბევრი ფიზიკური ორთაბრძოლის მოგება მოგვიწევს”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რონალდოს 900 გოლი: როდიდან, ვისთან, სად… კრიშტიანოს რეკორდები

რაც მეტს მიაღწევ, უფრო მეტი გინდა: ჩეხეთს ახლა უკეთ უნდა ვეთამაშოთ, ვიდრე ევროზე