ჩემპიონთა ლიგაზე “ლივერპულთან” “ნაპოლისა” და ხვიჩა კვარაცხელიას შთამბეჭდავ თამაშს ბრიტანული “დეილი მეილი” გამოეხმაურა:
“ვან დეიკმა კარის ხაზიდან გამოიტანა 21 წლის ქართველი ვუნდერკინდის, ხვიჩა კვარაცხელიას დარტყმული ბურთი, რომელმაც მეორე მომენტის შექმნამდე უკვე აღაფრთოვანა პუბლიკა.
კვარაცხელიას “კვარადონა” შეარქვეს, რაც ნეაპოლში უდიდესი კომპლიმენტია. 31-ე წუთზე მისმა ძალისხმევამ ანგისას გოლი გატანის საშუალება მისცა. მალე მეორე მესამედ გარდაისახა – დაცვის ბარიერები გადალახა და ჯოვანი სიმეონეს “ნაპოლიში” პირველი გოლი გაატანინა”.
სადაც დიეგო მარადონას აღმერთებენ, ახალ მარადონად მოიხსენიებენ – სტატიას მოკლე და მრავლისმთქმელი სათაური აქვს წამძღვარებული – “ფენომენაპოლი”.
კვარას შესახებ ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport წერს:
“ხვიჩა კვარაცხელიამ მსოფლიოს საკუთარი თავი გააცნო. “ნაპოლიმ” სულ რაღაც 10 მილიონად შეიძინა, ახლა კი სერია A-ს ერთ-ერთი საუკეთესო ტალანტია. დიდ სცენაზე პირველად გამოჩნდა, “კვარამ” კვლავ შოუ მოაწყო და ნახევარი ევროპის ყურადღება მიიპყრო. მეგობრებო, ჩვენ წინაშე ვარსკვლავი იბადება”.
ხვიჩამ “პარტენოპეის” მაისურით 6 შეხვედრა გამართა, მის ანგარიშზე 4 გოლი და 2
შედეგიანი გადაცემაა.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings