in

ახალი ეპოქის დასაწყისი: როდის თამაშობს ხვიჩა – მუნდიალის სრული კალენდარი

კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი ყველაზე ინკლუზიური საკლუბო ტურნირი გახდება ფეხბურთის ისტორიაში, – აღნიშნა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) პრესსამსახურმა.
იტყობინებიან, რომ ჩემპიონატში წარმოდგენილნი იქნებიან ფეხბურთელები 81 ქვეყნიდან. ერთი ფეხბურთელი ითამაშებს ტურნირზე საქართველოდან – „პარი სენ-ჟერმენის“ გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია.

ფიფა-ს პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს განცხადებით, აშშ-ში გასამართი 2025 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ფეხბურთში ახალი ეპოქის დასაწყისია.

„ეს არის ახალი ეპოქის დასაწყისი ფეხბურთისთვის, განსაკუთრებით საკლუბო ფეხბურთისთვის. ყველაფერი ძალიან ჰგავს 1930 წლის პირველ სანაკრებო მსოფლიო ჩემპიონატს. ახლა ყველა იმ მუნდიალზე საუბრობს და სწორედ ამიტომ, ეს მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიულია.

ვცდილობთ, სპორტი უნივერსალური გავხადოთ. ელიტური დონე დღეს რამდენიმე კლუბსა და ქვეყანაზეა კონცენტრირებული, ამიტომ გვინდა, შანსი ყველა კონტინენტის გუნდებსა და ფეხბურთელებს მივცეთ.

თუ ბილეთი ძვირია – გვაკრიტიკებენ, თუ იაფია – ისევ გვაკრიტიკებენ. სტუდენტებისთვის გაკეთებული აქციებიც კი გაკიცხეს, თუმცა ჩვენ არ გვინდა ცარიელი ტრიბუნები. დარწმუნებული ვარ, სტადიონი თითქმის ბოლომდე შეივსება.

უსაფრთხოება ყოველთვის უმაღლესი პრიორიტეტია. როცა რაღაც ხდება, მაგალითად, ლოს ანჯელესში, რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით. მუდმივ კავშირზე ვართ ადგილობრივ ხელისუფლებასთან. გვინდა, რომ გულშემატკივრებმა თამაშებზე უსაფრთხო გარემოში შეძლონ მისვლა“, – აღნიშნა ინფანტინომ.

2025 წლის ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ექვსი კონტინენტის 32 კლუბი მიიღებს მონაწილეობას. ტურნირს 15 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით პირდაპირ ეთერში ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

პირველი მატჩი 15 ივნისს, მაიამიში „ჰარდ როკ სტადიონზე“ შედგება. ერთმანეთს ლიონელ მესის „ინტერ მაიამი“ და ეგვიპტულ „ალ აჰლი“ შეხვდებიან.

15 ივლისს ამერიკის შეერთებულ შტატებში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი დაიწყება, რომელშიც სხვა წამყვან კლუბებთან ერთად ხიჩა კვარაცხელიას პსჟ-ც მიიღებს მონაწილეობას.

გთავაზობთ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის სრულ კალენდარს.

ჯგუფური ეტაპი

15 ივნისი

04:00. А ჯგუფი. ალ აჰლი-ინტერ მაიამი (მაიამი)
20:00. С ჯგუფი. ბაიერნი-ოკლენდ სიტი (ცინცინატი)
23:00. В ჯგუფი. პსჟ-ატლეტიკო (პასადენა)

16 ივნისი

02:00. А ჯგუფი. პალმეირასი-პორტუ (ისტ-რუზერფორდი)
06:00. В ჯგუფი. ბოტაფოგო-სიეტლ საუნდერსი (სიეტლი)
23:00. D ჯგუფი. ჩელსი-ლოს ანჯელესი (ატლანტა)

17 ივნისი

02:00. С ჯგუფი. ბოკა ხუნიორსი-ბენფიკა (მაიამი)
05:00. D ჯგუფი. ფლამენგო-ესპერანსი (ფილადელფია)
20:00. F ჯგუფი. ფლუმინენსე-დორტმუნდი (ისტ-რუზერფორდი)
23:00. Е ჯგუფი. რივერ პლეიტი-ურავა (სიეტლი)

18 ივნისი

02:00. F ჯგუფი. ულსანი-მამელოდი სანდაუნზი (ორლანდო)
05:00. Е ჯგუფი. მონტერეი-ინტერი (პასადენა)
20:00. G ჯგუფი. მანჩესტერ სიტი-ვიდადი (ფილადელფია)
23:00. Н ჯგუფი. რეალი-ალ ჰილალი (მაიამი)

19 ივნისი

02:00. Н ჯგუფი. პაჩუკა-ზალცბურგი (ცინცინატი)
05:00. G ჯგუფი. ალ აინი-იუვენტუსი (ვაშინგტონი)
20:00. А ჯგუფი. პალმეირასი-ალ აჰლი (ისტ-რუზერფორდი)
23:00. А ჯგუფი. ინტერ მაიამი-პორტუ (ატლანტა)

20 ივნისი

02:00. В ჯგუფი. სიეტლ საუნდერსი-ატლეტიკო (სიეტლი)
05:00. В ჯგუფი. პსჟ-ბოტაფოგო (პასადენა)
20:00. С ჯგუფი. ბენფიკა-ოკლენდ სიტი (ორლანდო)
22:00. D ჯგუფი. ფლამენგო-ჩელსი (ფილადელფია)

21 ივნისი

02:00. D ჯგუფი. ლოს ანჯელესი-ესპერანსი (ნეშვილი)
05:00. С ჯგუფი. ბაიერნი-ბოკა ხუნიორსი (მაიამი)
20:00. F ჯგუფი. მამელოდი სანდაუნზი-დორტმუნდი (ცინცინატი)
23:00. Е ჯგუფი. ინტერი-ურავა (სიეტლი)

22 ივნისი

02:00. F ჯგუფი. ფლუმინენსე-ულსანი (ისტ-რუზერფორდი)
05:00. Е ჯგუფი. რივერ პლეიტი-მონტერეი (პასადენა)
20:00. G ჯგუფი. იუვენტუსი-ვიდადი (ფილადელფია)
23:00. Н ჯგუფი. რეალი-პაჩუკა (შარლოტი)

23 ივნისი

02:00. Н ჯგუფი. ზალცბურგი-ალ ჰილალი (ვაშინგტონი)
05:00. G ჯგუფი. მანჩესტერ სიტი-ალ აინი (ატლანტა)
23:00. В ჯგუფი. ატლეტიკო-ბოტაფოგო (პასადენა)
23:00. В ჯგუფი. სიეტლ საუნდერსი-პსჟ (სიეტლი)

24 ივნისი

05:00. А ჯგუფი. ინტერ მაიამი-პალმეირასი (მაიამი)
05:00. А ჯგუფი. პორტუ-ალ აჰლი (ისტ-რუზერფორდი)
23:00. С ჯგუფი. ოკლენდ სიტი-ბოკა ხუნიორსი (ნეშვილი)
23:00. С ჯგუფი. ბენფიკა-ბაიერნი (შარლოტი)

25 ივნისი

05:00. D ჯგუფი. ესპერანსი-ჩელსი (ფილადელფია)
05:00. D ჯგუფი. ლოს ანჯელესი-ფლამენგო (ორლანდო)
23:00. F ჯგუფი. მამელოდი სანდაუნზი-ფლუმინენსე (მაიამი)
23:00. F ჯგუფი. დორტმუნდი-ულსანი (ცინცინატი)

26 ივნისი

05:00. Е ჯგუფი. ურავა-მონტერეი (პასადენა)
05:00. Е ჯგუფი. ინტერი-რივერ პლეიტი (სიეტლი)
23:00. G ჯგუფი. ვიდადი-ალ აინი (ვაშინგტონი)
23:00. G ჯგუფი. იუვენტუსი-მანჩესტერ სიტი (ორლანდო)

27 ივნისი

05:00. Н ჯგუფი. ზალცბურგი-რეალი (ფილადელფია)
05:00. Н ჯგუფი. ალ ჰილალი-პაჩუკა (ნეშვილი)

1/8-ფინალი

28 ივნისი

20:00 А1 – В2 (ფილადელფია)
23:59 С1 – D2 (შარლოტი)

29 ივნისი

20:00 В1 – А2 (ატლანტა)
23:59 D1 – С2 (მაიამი)

30 ივნისი
23:00 Е1 – F2 (შარლოტი)

1 ივლისი
05:00 G1 – Н2 (ორლანდო)
23:00 Н1 – G2 (მაიამი)

2 ივლისი
05:00 F1 – Е2 (ატლანტა)

1/4-ფინალი

4 ივლისი
23:00 Е1/F2 – G1/Н2 (ისტ-რუზერფორდი)

5 ივლისი
05:00 А1/В2 – С1/D2 (ატლანტა)
20:00 В1/А2 – D1/С2 (ფილადელფია)
23:59 Н1/G2 – F1/Е2 (ორლანდო)

1/2-ფინალი
8 ივლისი
23:00. 1-ის გამარჯვებული – 2-ის გამარჯვებული (ისტ-რუზერფორდი)

9 ივლისი
23:00. 3-ის გამარჯვებული – 4-ის გამარჯვებული (ისტ-რუზერფორდი)

ფინალი
13 ივლისი
23:00. (ისტ-რუზერფორდი)

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: შენგელიას 29 ქულა და MVP-ის ტიტული – ვირტუსმა ფინალი მოგებით დაიწყო

ფოტო: როგორ დახვდნენ ხვიჩას პარიზს ამერიკაში