in

ახალი ევრობასკეტი ერთ თვეში იწყება, სერბეთთან ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო

საქართველოს კალათბურთის ნაკრები FIBA EuroBasket 2025-ის საკვალიფიკაცი ეტაპის პირველ საშინაო თამაშს სერბეთის წინააღმდეგ 26 თებერვალს, 21:00 საათზე, „თბილისი არენაზე“ (უნივერსიტეტის ქუჩა 15ა) გამართავს.

სერბეთთან მატჩი ბოლო იქნება გიორგი ცინცაძისთვის, რომელიც 20 წელი იცავდა ეროვნული ნაკრების ღირსებას და გუნდურ სახეობებში ჩატარებული თამაშებით საქართველოს აბსოლუტური რეკორდსმენია!

20 წლის შემდეგ: გიორგი ცინცაძის ბოლო სანაკრებო თამაში!

გულშემატკივრები ბილეთების შეძენას tkt.ge-ზე შეძლებენ!

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია გულშემატკივრებს მოუწოდებს თამაშზე საათნახევრით ადრე მობრძანდნენ. მაყურებლებისთვის „თბილისი არენას“ კარი 20:00 საათიდან გაიხსნება.

თბილისი არენაზე მოსული მაყურებელი უნდა გაეცნოს და დაეთანხმოს არენაზე ქცევის წესებსა და აკრძალული ნივთების ჩამონათვალს:

მაყურებელთა საყურადღებოდ:
პირველ იარუსის ბილეთების მფლობელებისთვის დარბაზის ცენტრალური მხრიდან (უნივერსიტეტის ქუჩა) გამოყოფილი იქნება შესასვლელები.
მეორე იარუსის ბილეთების მფლობელი გულშემატკივრები „თბილისი არენაზე“ შესვლას შეძლებენ როგორც უნივერსიტეტის, ასევე ბარნაბიშვილის ქუჩაზე მდებარე შესასვლელებიდან.

მაყურებლებისთვის შეთავაზებულია სხვადასხვა კატეგორიის ბილეთი, რომლის ფასი განსაზღვრულია 20-დან 80 ლარამდე.
მე-2 იარუსი – 20, 25, 30, 35 ლარიანი ბილეთები.
1-ლი იარუსი –40, 60 და 80 ლარიანი ბილეთები.

ბილეთები ფასები მოცემულია მოედნის მხედველობიდან გამომდინარე

მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას განახორციელებს საქართველოს პირველი არხი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ანდრეი შევჩენკო პრეზიდენტად აირჩიეს

ყველა ვარსკვლავის მატჩის ხუთეულები ცნობილია: NBA-მა ფორმებიც წარადგინა