in

ახალი ბარსელონა ჰაალანდისა და მესის გარშემო აეწყობა და გაიმარჯვებს

ჟოან ლაპორტა „ბარსელონას“ აღორძინების იდეითა შეპყრობილი.

დორტმუნდის „ბორუსიას“ ვუნდერკინდი ერლინგ ჰაალანდი გახდება გუნდის მთავარი სამიზნე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს. ლაპორტას ახალი გუნდის მშენებლობა სწორედ ნორვეგიელისა და მესის გარშემო სურს.

ლაპორტა აპირებს ფეხბურთელის აგენტ მინო რაიოლასთან ნაცნობობით ისარგებლოს და ფორვარდი ხეირიანი პირობებით გაიფორმოს.

ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის მიუხედავად, ლაპორტა მიიჩნევს, რომ ტრანსფერის ფული გამოიძებნება. კლუბი გამოიმუშავებს ობლიგაციებს, რაც ვალების (1.173 მლნ) შემცირებას საშუალებას მისცემს.

„ბარსას“ ასევე მოკლევადიანი გადასახადები უწევს დაახლოებით 200 მლნ ევროს ოდენობით. ლაპორტა დარწმუნებულია, რომ სტაბილური შემოსავლებისთვის საჭიროა გუნდი-გამარჯვებული. ამიტომ ჰაალანდის გარდა კატალონიელები დაინტერესებული არიან ალაბათი, დეპაით და აგუეროთი.

ლაპორტას პირველი პრეზიდენტობისას „ბარსამ“ 12 ტროფეი მოიგო.

პრეზიდენტობის პირველი ვადა: რა ხდებოდა ბარსაში ლაპორტას დროს

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბასილაშვილმა ფედერერი დააფიქრა: ქართველთან წაგების შემდეგ ლეგენდამ დუბაის ტურნირზე უარი თქვა

ოლდ ტრაფორდზე ფრეს დასჯერდნენ, ყველაფერი სან სიროზე გადაწყდება: ევროპა ლიგის პირველი 1/8 ფინალები