უეფამ ნიონის შტაბ-ბინაში აღმასკომის სხდომა გამართა და ჩვენთვის ერთი საყურადღებო სიახლე დაამტკიცა: 2024/25 წლების სეზონიდან ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში გასული კლუბების 19-წლამდელთა გუნდების გარდა, ტურნირში უეფას ყველა ასოციაციის ჩემპიონი მიიღებს მონაწილეობას, ანუ, მათ შორის, საქართველოს 19-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულიც.
საინტერესოა, რომ ეს წინადადება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ეკუთვნოდა. აქამდე, ტურნირში უეფას საკლუბო რეიტინგში საუკეთესო 32 ასოციაციის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ამის გამო, საქართველოს 19-წლამდელთა ჩემპიონმა ტურნირში მხოლოდ რამდენჯერმე ითამაშა (თბილისის „დინამომ“ და „საბურთალომ“).
„ჩემპიონთა გზა“ სამი ორრაუნდიანი დაპირისპირებისგან შედგება. მაღალი რეიტინგის მქონე ქვეყნების წარმომადგენელი კლუბები ასპარეზობას მეორე რაუნდიდან დაიწყებენ.
სამი რაუნდის დასრულების შემდეგ, 1/16-ფინალური სტადიიდან გაიმართება ერთმატჩიანი პლეი-ოფები, რომლის შედეგადაც, ტურნირის ფინალურ სტადიაზე გასული გუნდები გამოვლინდებიან.
GIPHY App Key not set. Please check settings