საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ხვალ ბელგრადში 23-წლამდელ მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ჩაერთვება. ნაკრების მთავარი მწვრთნელის ზურაბ ჭიღლაძის გადაწყვეტილებით ნაკრები სრული შემადგენლობით, 10-ვე წონით კატეგორიაში , იქნება წარმოდგენილი.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
რამაზ თურმანიძე (57 კგ.), თეიმურაზ ვანიშვილი (61 კგ.), ივერიკო ჯულაყიძე (65 კგ.), გიორგი ელბაქიძე (70 კგ.), თემურ ბერუაშვილი (74 კგ.), გოგა მამიაური (79 კგ.), დემურ მეგენეიშვილი (86 კგ.), ლუკა ხუჭუა (92 კგ.), ზურიკო ურთაშვილი (97 კგ.), სოლომონ მანაშვილი (130 კგ.)
გეტყვით იმასაც, რომ ბელგრადში, უკვე იასპარეზეს ბერძნული-რომაული სტილით მოჭიდავეებმა. ლერი აბულაძემ და აივენგო რიკაძემ ოქროს მედლები, ფრიდონ აბულაძემ კი, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
GIPHY App Key not set. Please check settings