საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გერმანიას უმასპინძლა და დამარცხდა – 0:2.
საქართველოს სატურნირო მდგომარეობის გამოსასწორებლად გამარჯვება ძალიან სჭირდებოდა, მაგრამ თავიდანვე გამოჩნდა, რომ წარმატების მიღწევა ძალიან რთული იქნებოდა.
სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ, ელ მალამ ბურთი მიზანს ჯერ ააცილა, მერე ძელს გაარტყა. ჩვენები კონტრშეტევებს ცდილობდნენ, გვასალიამ თავისი მომენტი ვერ გამოიყენა.
გერმანია კი იერიშებს განაგრძობდა და საბოლოოდ თამაში ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.
საქართველო – გერმანია 0:2
გოლები: 0:1 კარლი (45+2). 0:2 ტრესოლდი (58).
საქართველო: ბერუაშვილი, გვასალია, გ. ტაბატაძე (46. პარკაძე), ბუკია, გიუნაშვილი, ხარებაშვილი (55. ქარსელაძე), ჯაფარიძე (67. ბერელიძე), ლორთქიფანიძე (67, წულუკიძე), ბასილაძე, დადიანი, დეისაძე (84. ღურწკაია).
5 ტურის შემდეგ საქართველოს 1 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება აქვს და 6-გუნდიან ჯგუფში მე-4 ადგილზეა. მომდევნო მატჩი 27 მარტს გვაქვს შინ ლატვიასთან.



GIPHY App Key not set. Please check settings