in

ახალგაზრდულმა საქართველომ 3 გოლით 3 ქულა აიღო და ლიდერთან წავიდა

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, შემოდგომის სანაკრებო ციკლის პირველ მატჩში, ბათუმში მოლდოვას უმასპინძლა, მეტოქე დამაჯერებლად – 3:0 დაამარცხა და ჯგუფში 16 ქულით მეორე ადგილი განიმტკიცა.

ბათუმის აჭარაბეთ არენაზე გამართულ მატჩში, პირველი გოლი მატჩის მე-14 წუთზე გიზო მამაგეიშვილმა თავური დარტყმით გაიატანა, რომელმაც ლაშა ოდიშარიას გადაცემა ზუსტად გამოიყენა. მეორე გოლიც 49-ე წუთზე ოდიშარიას დაწყებულ შეტევას მოჰყვა, ამჯერად თავი გიორგი კვერნაძემ გამოიჩინა.

მატჩის მე-80 წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა გიორგი აბუაშვილმა სხვაობა სამამადე გაზარდა და 21-წლამდელთა რიგებში თავისი მეორე გოლის გატანა შეძლო – საგოლე პასი ამ ეპიზოდშიც, ლატვიური რფს რიგას შემტევს – ლაშა ოდიშარიას ეკუთვნოდა.

მოლდოვასთან გამარჯვების შემდეგ, რამაზ სვანაძის გუნდი ნიდერლანდებში გაემგზავრება, სადაც 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩს, ვენლოში, ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ჩვენ გუნდს, გასული ექვსი ტურის შემდეგ, ჯგუფში 16 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება. 10 ქულით შვედეთი მესამე ადგილს იკავებს, რომელიც შინ გიბრალტარს მასპინძლობს. ჯგუფში პირველ ადგილს 21 ქულით ნიდერლანდები იკავებს.

U21. ევრო 2025. საკვალიფიკაციო მატჩი. C ჯგუფი

    საქართველო – მოლდოვა 3:0
    5 სექტემბერი. ბათუმი. აჭარაბეთ არენა
    გოლები: 1:0 გ. მამაგეიშვილი (14. ოდიშარიას პასით), 2:0 კვერნაძე (49. ოდიშარიას პასით), 3:0 აბუაშვილი (72. ოდიშარიას პასით)

    საქართველო: ხარატიშვილი, ზურაბიანი, საზონოვი, ხვადაგიანი, მამაცაშვილი, ლომინაძე (57. ო. მამაგეიშვილი), გაგნიძე (77. ოსიყმაშვილი), გ. მამაგეიშვილი (77. ეგოიანი), ოდიშარია (85. რუხაძე), გორდეზიანი (57. აბუაშვილი), კვერნაძე
    სათადარიგოები: მაქაცარია, გოგოტიშვილი, იობაშვილი, უგრეხელიძე
    მწვრთნელი: რამაზ სვანაძე

    2025 წლის ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე, საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპიდან (მასპინძელი სლოვაკეთის გარდა) პირდაპირ მოხვდება 9 ჯგუფის გამარჯვებული ნაკრები და 3 საუკეთესო მეორეადგილოსანი, ხოლო დარჩენილი ექვსი მეორეადგილოსანი გუნდი, ერთმანეთში, წყვილად 2-მატჩიან პლეი-ოფს ითამაშებს და ბოლო 3 საგზურიც ამ გზით გადანაწილდება.

    What do you think?

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *

    GIPHY App Key not set. Please check settings

    ზურაბიანმა პარალიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიგო

    რეალობას უნდა დავუბრუნდეთ: კაპიტანი ჯგუფის მოგებაზე ფიქრობს – დღესსანიოლის პრესკონფერენციაა