in

ახალგაზრდულმა მეორე ამხანაგურიც მოიგო

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრები, ანტალიაში, ტიტანიკ დელუქსის სპორტული ცენტრის მოედანზე, სერბეთს დაუპირისპირდა და მეტოქე, 2-ბურთიანი სხვაობით დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში, ახალგაზრდული ნაკრების და ბაზელის ნახევარმცველმა, გაბრიელ სიგუამ მე-11 წუთზე გახსნა. 28-ე წუთზე, სტუმრებმა პენალტით გაათანაბრეს, მაგრამ ტაიმის მიწურულს, თორნიკე მორჩილაძემ მისივე წაქცევისთვის დანიშნული 11-მეტრიანი “პანენკად” აქცია და ახალგაზრდული დააწინაურა – 2:1.

შეხვედრაში საბოლოო ანგარიში ირაკლი იაკობიძემ დააფიქსირა, როდესაც სტანდარტული სიტუაციის დროს, მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და ბურთი ალეკსა ტოდოროვიჩის კარში ჩაჭრა.

სერბეთი – საქართველო 1:3
გოლები: 0:1 სიგუა (11), 1:1 მიტროვიჩი (28-პენ), 1:2 მორჩილაძე (45+2-პენ), 1:3 იაკობიძე (84)
საქართველო: თანდილაშვილი (46. მაქაცარია), მაისურაძე (65. კვერნაძე), ხვადაგიანი (86. უგრეხელიძე), ოდიშვილი (46. იაკობიძე), რუხაძე (61. ოდიშარია), ო. მამაგეიშვილი (61. აბუაშვილი), გ. მამაგეიშვილი (61. მამაცაშვილი), მორჩილაძე (61. ლომინაძე), სიგუა (61. გაგნიძე), ეგოიანი (46. გოცირიძე), იობაშვილი (46. ოსიყმაშვილი)

შეგახსენებთ, რომ პირველ ტესტ-მატჩში, ახალგაზრდულმა, ჩვენი გუნდის მსგავსად ევროპის ჩემპიონატის მონაწილე – ფინეთი უხვგოლიან დაპირისპირებაში – 4:2 დაამარცხა. გოლები საბა ხვადაგიანმა, საბა მამაცაშვილმა, ოთო და გიზი მამაგეიშვილებმა გაიტანეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბრაზილიის ლეგენდები vs არგენტინის საუკეთესო ფეხბურთელები: რომელი გუნდია უფრო ძლიერი – გაერთიანებული სიმბოლური

გოგა 22 წუთი ათამაშეს, სანდრომ 11 ქულა ჩააგდო