საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს წელს ისტორიული დროება უდგას. ასეთი საპასუხისმგებლო პერიოდი ჩვენს გუნდს ალბათ არც ჰქონია – 21 წლამდელი საქართველო ხომ საშინაო ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება და ამ გუნდის მიმართ დიდი მოლოდინია.
ტურნირისთვის უკეთ მოსამზადებლად დაიგეგმა ორი ამხანაგური შეხვედრა.
რამაზ სვანაძის გუნდი 22 მარტს ბულგარეთის 21-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 26 მარტს მეორე ამხანაგურ მატჩს, ლატვიის წინააღმდეგ ჩაატარებს.
ორივე შეხვედრას თურქეთის ქალაქი ბელეკი უმასპინძლებს.
22 მარტი – ბულგარეთი V საქართველო
26 მარტი – ლატვია V საქართველო
GIPHY App Key not set. Please check settings