საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, დღეს მალტაზე შესარჩევი ციკლის მესამე მატჩი ჩაატარა, რომელიც ტა-ქალის “სენტენარიზე” დიდი ანგარიშით – 5:0 მოიგო.
შეხვედრაში ანგარიში საბა ხარებაშვილმა გახსნა, ნიკოლოზ დადიანმა კი პირველ ტაიმში სხვაობა ულამაზესი დარტყმით ორამდე გაზარდა. მესამე გოლი გიორგი ტაბატაძემ ასევე შორი მანძილიდან გაიტანა, ხოლო სანდრო ნარიმანიძემ – 0:4 ტაბლოზე თავური დარტყმით დააფიქსირა, რომელიც კუთხურს მოჰყვა. შეხვედრაში ბოლო გოლი კი ალეკო ბასილაძემ გაიტანა.
აღნიშნული მატჩი, რამაზ სვანაძის ფორმაციის 21-წლამდელთა ნაკრებისთვის გამორჩეული იყო, რადგან 2021 წლიდან მოყოლებული 5 გოლი ახალგაზრდულმა პირველად გაიტანა, ასევე იგივე პერიოდში პირველად დაფიქსირდა 3-ბურთიანი, ან მეტი სხვაობით გამარჯვება. 3 ტურის შემდეგ ახალგაზრდულ ნაკრებს ჯგუფში 5 ქულა აქვს და მესამე ადგილს იკავებს.
მალტასთან მოგებული მატჩის შემდეგ, შეხვედრის შესახებ კომენტარი – გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ და მოთამაშემ, ნიკოლოზ დადიანმა გააკეთეს. ჩვენი გუნდი, შესარჩევში ასპარეზობას 13 ნოემბერს, ათენში, საბერძნეთთან მატჩით განაგრძობს, ხოლო 17-ში გერმანიას უმასპინძლებს.
U21. ევრო 2027. საკვალიფიკაციო მატჩი
მალტა – საქართველო 0:5
გოლები: 0:1 ხარებაშვილი (37. ჯაფარიძის პასით), 0:2 დადიანი (44. ეგოიანის პასით), 0:3 გ. ტაბატაძე (68. დადიანის პასით), 0:4 ნარიმანიძე (71. პარკაძის პასით), 0:5 ბასილაძე (81. ეგოიანის პასით)
საქართველო (4-3-3): მაქაცარია – ბუკია (83. ქარსელაძე), ლაცაბიძე, ნარიმანიძე, ხარებაშვილი – ჯაფარიძე (77. ბასილაძე), დადიანი, ეგოიანი – გ. ტაბატაძე (69. პარკაძე), წულუკიძე (77. ლორთქიფანიძე), დეისაძე (69. გოცირიძე)
სათადარიგოები: ყავლაშვილი – ბერელიძე, გიუნაშვილი, ოდიკაძე
გაფრთხილება: გრეჩი (12), ნარიმანიძე (35), ევურუმი (40), ჰილი (58), დეისაძე (65), ბორგი (65)
13 ნოემბერი – საბერძნეთი V საქართველო
17 ნოემბერი – საქართველო V გერმანია
GIPHY App Key not set. Please check settings