საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. ტურნირი 11 ივნისს დაიწყება და მას სლოვაკეთი უმასპინძლებს. C ჯგუფის სამ შეხვედრას ჩვენი გუნდი 11, 14 და 17 ივნისს – პოლონეთის, საფრანგეთის და პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.
საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის გამოყოფილ სპეციალურ ტრიბუნაზე, ბილეთების რეალიზაციას სფფ-ის ახალი პარტნიორი, biletebi.ge უზრუნველყოფს. ბილეთების გაყიდვა 11 მაისს დაიწყება და ფასი 12 ევროს ეკვივალენტი ლარში იქნება.
11 ივნისი – 21:00 | პოლონეთი – საქართველო | ჟილინა
14 ივნისი – 21:00 | საფრანგეთი – საქართველო | ჟილინა
17 ივნისი – 18:00 | საქართველო – პორტუგალია | ტრენჩინი
თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. ბილეთების შეძენის დროს აუცილებელია პირადი მონაცემების მითითება.
GIPHY App Key not set. Please check settings