საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ივნისში ევროპის ჩემპიონატს ითამაშებს. ჩვენს გუნდს ძლიერი მეტოქეები შეხვდა ჯგუფში. 11 ივნისს პოლონეთია, შემდეგ კი საფრანგეთი (14 ივნისი) და პორტუგალია (17 ივნისი).
უკვე ცნობილია ჩვენი მეტოქეების შემადგენლობა, საბოლოო არ არის, მაგრამ არჩევანი ფაქტობრივად გაკეთებულია. შესაძლოა ბევრის გვარი ჯერ განსაკუთრებულად არ ჟღერს, მაგრამ კლუბებს თუ ჩავხედავთ, მივხვდებით რა დონის მოწინააღმდეგებთან გვაქვს საქმე.
პოლონეთის ნაკრების მწვრთნელმა ადამ მაევსკიმ 25 ფეხბურთელი გამოიძახა და სიის 23-მდე შეკვეცა მოუწევს.
პოლონეთის ნაკრები:
მეკარეები: კასპერ ტობიაში (ლეგია), კასპერ ტრელოვსკი (სტალი), იაკუბ მადრჟიკი (სტალი), სლავომირ აბრამოვიჩი (იაგელონია)
მცველები: არიელ მოსორი (რაკოვი), პატრიკ პედა (იუვე სტაბია, იტალია), მილოშ მატისიკი (არისი, კვიპროსი), ლუკაშ ბეიგერი (ცელიე, სლოვენია), ბარტოლომეი სმოლარჩიკი (კორონა), მიხალ გურგული (ლეხი), ფილიპ ლუბერეჩკი (მოტორი), არკადიუშ პირკა (პიასტი)
ნახევარმცველები: მატეუშ კოვალჩიკი (კატოვიცე), კასპერ კოზლოვსკი (გაზიანთეფსფორი, თურქეთი), მატეუშ ლეგოვსკი (ივერდონი, შვეიცარია), მარიუშ ფორნალჩიკი (კორონა), ტომაშ პიენკო (ზაგლებიე), დომინიკ მარჩუკი (სოლტ ლეიკი, აშშ), იაკუბ კალუჟინსკი (ანთალიასფორი, თურქეთი), მიხალ რაკოში (ანკარაგიუჯუ, თურქეთი), ანტუან კოზუბალი (ლეხი), კაიეტან შმიტი (ზაგლებიე)
თავდამსხმელები: შიმონ ვლოდარჩიკი (სალერნიტანა, იტალია), ვიქტორ ბოგაში (ნიუ იორკი, აშშ), ფილიპ შიმჩაკი (კატოვიცე).
პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რუი ჟორჟემ 26 ფეხბურთელი მოინიშნა და სამის უკან გაბრუნება მასაც მოუწევს.
პორტუგალიის ნაკრები:
მეკარეები: დიოგო პინტუ (სპორტინგი), ჟოაო კარვალიო (ბრაგა), სამუელ სოარეში (ბენფიკა)
მცველები: ჩიკო ლამბა (აროუკა), კრისტიან მარკეში (ივერდონი, შვეიცარია), ედუარდო კუარეჟმა (სპორტინგი), ფლავიო ნაზინიო (სერკლ ბრიუგე, ბელგია), ფრანსიშკუ ჩისუმბა (ბრაგა), ჟოაო მუნისი (სპორტინგი), ლოურენსო ენრიკეში (ვარზიმი), რაფაელ როდრიგეში (აფს), როდრიგო გომეში (ვულვზი, ინგლისი), როდრიგო პინეირო (ფამალიკაუ)
ნახევარმცველები: დიოგო ნაშიმენტო (ვიზელა), გუსტავო სა (ფამალიკაუ), ჟოაო მარკეში (ჟილ ვისენტე), მათეუშ ფერნანდესი (საუთჰემპტონი, ინგლისი), მათიას დე ამორიმი (ფამალიკაუ), პაულო ბერნარდო (სელტიკი, შოტლანდია), პედრო სანტუში (მორეირენსე)
თავდამსხმელები: კარლოს ბორჟისი (ვულვზი), ფაბიო სილვა (ლას პალმასი, ესპანეთი), ჯოვანი კენდა (სპორტინგი), ენრიკე არაუჟო (აროუკა), როჟერ ფერნანდესი (ბრაგა), ტიაგო ტომასი (ვოლფსბურგი).
საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა ჟერალდ ბატიკლმა გაფართოებულ შემადგენლობაში 29 ფეხბურთელი შეიყვანა. მას მოუწევს 6 ფეხბურთელს დასწყვიტოს გული.
საფრანგეთის ნაკრები:
მეკარეები: ობედ ნკამბადიო (პარი), გუილამ რესტე (ტულუზი), რობინ რისე (რედ სტარი)
მცველები: ჟერემი ჟაკე (რენი), კასტელო ლუკება (ლაიპციგი, გერმანია), კრისლან მაციმა (აუგსბურგი, გერმანია), კრისტიან მავისა (მონაკო), კუენტინ მერლინი (მარსელი), კილიან სილდილია (ფრაიბურგი, გერმანია), ნათან ზეზე (ნანტი)
ნახევარმცველები: ლუსიენ აგუმე (სევილია, ესპანეთი), დილან ბაკვა (სტრასბურგი), საიმონ ბუაბრი (მონაკო), აიუბ ბუადი (ლილი), მათის დეტორბე (ტრუა), ენდი დიუფი (ლანსი), ისმაელ დუკურე (სტრასბურგი), იოჰან ლეპენანი (ნანტი), ენცო მილო (შტუტგარტი, გერმანია)
თავდამსხმელები: ტიერნო ბარი (ვილიარეალი, ესპანეთი), ჟან-მატეო ბაოია (აინტრახტი, გერმანია), ნოა ეჯუმა (ტულუზი), უგო ეკიტიკე (აინტრახტი, გერმანია), ტიდიამ გომისი (ლაიპციგი, გერმანია), არნო კალიმუენდო (რენი), ელი ჟუნიორ კრუპი (ლორიანი), ვილსონ ოდობერი (ტოტენჰემი, ინგლისი), ლუმ ჩაუნა (ლაციო, იტალია), მათის ტელი (ტოტენჰემი, ინგლისი).
GIPHY App Key not set. Please check settings