გუშინ, ლიგა ენდესას რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართა. გიორგი შერმადინის “ტენერიფე” “ბარსელონას” დაუპირისპირდა და 72:96 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი “ტენერიფეს” ძირითად შემადგენლობაში იყო და პარკეტზე გატარებულ 20:32 წუთში 9 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა. “შერმინატორის” მარგი ქმედების კოეფიციენტი –24 იყო, რაც მის გუნდში ყველაზე ცუდი მაჩვენებელი გახლდათ.
“ტენერიფემ” რეგულარული სეზონი 27 მოგებითა 9 მარცხითმესამე ადგილზე დაასრულა.
აღსანიშნავია. მატჩში ერთ-ერთი ტაიმაუტისას დარბაზში აჭარულის ჰანგები გაისმა.
GIPHY App Key not set. Please check settings