in

აშშ-მა ვიზების გაცემა გაამკაცრა: იმოქმედებს თუ არა ეს მუნდიალის დასწრებაზე

შეერთებული შტატები 21 იანვრიდან განუსაზღვრელი ვადით შეაჩერებს ვიზების გაცემას 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის. მათ შორის არიან 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეები.

თუმცა, არსებობს მნიშვნელოვანი ნიუანსი: Fox News წერს, რომ საუბარი მხოლოდ საიმიგრაციო ვიზებზეა ანუ მუდმივი ბინადრობის ვიზებზე. ფეხბურთის გულშემატკივრებს, ბუნებრივია, მხოლოდ ტურისტული ვიზა, არაიმიგრანტული ვიზა სჭირდებათ. ეს ყველაფერი ამჟამად მხოლოდ შიდა ინფორმაციაა, ოფიციალური განცხადებები ჯერ არ ყოფილა.

მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეები მაინც შეშფოთებული არიან, რადგან ახალმა შეზღუდვებმა შეიძლება პროცესი ყველასთვის გაართულოს.

Fox News-ის დასახელებულ სიაში შედიან: სომალი, რუსეთი, ავღანეთი, ბრაზილია, ირანი, ერაყი, ეგვიპტე, ნიგერია, ტაილანდი, იემენი და სხვა. სრული სია, სავარაუდოდ, 21 იანვარს გამოქვეყნდება.

ამ ზაფხულს, შეერთებული შტატები, კანადა და მექსიკა უმასპინძლებენ მსოფლიო ჩემპიონატს. ამერიკელები ბოლო ნახევარი წელია აკრძალავებს უწესებენ ქვეყნებს, მათ შორის ტურნირის მონაწილეებს.

დეკემბერში დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ნაწილობრივ კრძალავს ქვეყანაში შესვლას კოტ-დ’ივუარისა და სენეგალის მოქალაქეებისთვის. გადაწყვეტილება მიიღეს შტატებში არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში და ეს მუდმივ ბინადრობას ეხება.

ჰაიტის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი სებასტიან მინიე (ამ ქვეყნიდან შესვლა ზაფხულიდან აკრძალულია) იმედოვნებს, რომ გულშემატკივრებს შეერთებულ შტატებში შესვლის უფლება მიეცემათ მსოფლიო ჩემპიონატზე: „ყველაფერი ბატონ ტრამპზეა დამოკიდებული. ვიცი, რომ შტატებში ბევრი ჰაიტელია. თუ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ვითამაშებთ, შესაძლოა, გამოსავალი ვიპოვოთ. ჰაიტელებისთვის ბრაზილიასთან მატჩი ფანტასტიკური შესაძლებლობა იქნება“.

სახელმწიფო დეპარტამენტმა ვიზები შეაჩერა, მათ შორის ბრაზილიისა და ეგვიპტისთვის (და სავარაუდოდ სხვა ბევრისთვისაც), რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს. ბრაზილიასა და ჰაიტის ჯგუფური ეტაპის სამი თამაში შეერთებულ შტატებში აქვთ. თუ აკრძალვა აკრძალული ქვეყნების გულშემატკივრებზე გავრცელდება, ეს მნიშვნელოვნად იმოქმედებს ფიფას რეპუტაციასა და სტადიონზე დასწრებაზე.

Associated Press-ის ცნობით, ფეხბურთელები და მწვრთნელები გარკვეულწილად შეშფოთებული არიან, რომ გულშემატკივრები მათ მხარდაჭერას ვერ შეძლებენ. კოტ-დ’ივუარის მთავარმა მწვრთნელმა, ემერს ფეიმ განაცხადა, რომ გულშემატკივრებისთვის ამ შესაძლებლობის ჩამორთმევა „სამარცხვინო“ იქნებოდა.

ირანის დელეგაციამ თითქმის ბოიკოტი გამოუცხადა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრის ცერემონიას. შვიდი ირანელიდან სამს აშშ-ის ვიზაზე უარი უთხრეს. დანარჩენებმა სოლიდარობის ნიშნად დასწრებაზე უარის თქმით დაემუქრნენ, მაგრამ მაინც აღმოჩნდნენ დარბაზში.
ცნობისთვის, 2025 წლის ივნისიდან ირანის მოქალაქეებს საერთოდ ეკრძალებათ შეერთებულ შტატებში შესვლა.

აშშ მსოფლიო ჩემპიონატისთვის საზღვრებს არ ხსნის, მაგრამ ბიუროკრატიულ დეტალებს ამარტივებს. ნოემბრის ბოლოს, ფიფამ და სახელმწიფო დეპარტამენტმა, ტრამპის თანდასწრებით, FIFA PASS-ის გაშვების შესახებ გამოაცხადეს. მისი არსი: მატჩის ბილეთი საკონსულო გასაუბრებებს პრიორიტეტს ანიჭებს.

„ბილეთი ვიზა არ არის. ის არ იძლევა შეერთებულ შტატებში შესვლის გარანტიას. თქვენ მაინც შეგამოწმებენ, როგორც ნებისმიერი სხვას. თუმცა, ბილეთის შემთხვევაში, ვიზის რიგში პირველ ადგილზე დაგაყენებთ“, – განმარტა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ. მან ასევე მოუწოდა თადარიგის დაჭერისკენ: გამარტივებული პროცედურის შემთხვევაშიც კი, გასაუბრებები დაუყოვნებლივ არ იგეგმება, არამედ განაცხადის შევსებიდან და საფასურის გადახდიდან 6-დან 8 კვირამდე.

ტრამპი ოპტიმისტურად არის განწყობილი: „მე დავავალე ადმინისტრაციას, რომ ყველაფერი გააკეთოს, რათა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი უპრეცედენტო წარმატებად იქცეს. ვფიქრობ, რომ ეს ისტორიაში უდიადესი იქნება და ბილეთების გაყიდვების რეკორდსაც დავამყარებთ“.

მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატისთვის ვიზების მოთხოვნების დასამუშავებლად მსოფლიოს სხვადასხვა საელჩოებში დამატებით 400-ზე მეტი საკონსულო თანამშრომელი გაიგზავნა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პრემიერლიგის საუკეთესო ტრანსფერები: პირველი ანრია, კრიშტიანო მეშვიდეა