საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩისწინა ვარჯიში გამართა.
ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე გამართულ ვარჯიშში 25 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ინდივიდუალური პროგრამით აგრძელებს მზადებას ოთარ კიტეიშვილი
ვარჯიში შემდეგ, ჩვენი გუნდი ჰამბურგში გაემგზავრა, სადაც შეხვედრის მასპინძელ ფოლკსპარკშტადიონზე მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართა. მედიის კითხვებს ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლთან ერთად გიორგი ქოჩორაშვილმაც უპასუხა.
გიორგი ქოჩორაშვილი:
“ჩვენ აქ ვართ და მზად ვართ. ვეცდებით, რომ იგივე გავაკეთოთ, რასაც აქამდე ვაკეთებდით. ვითამაშოთ შემტევი ფეხბურთი, თავი კარგად დავიცვათ, ვიბრძოლოთ და დანარჩენს თამაში გვიჩვენებს.
რთულ თამაშს ველოდები. აქამდე მოვედით შრომით, თავდაჯერებით და ყოველდღიური ფიქრით ამ მომენტზე. ეს დღე არ არის ბრძოლის ველი. უნდა ვისიამოვნოთ ამ ყველაფრით, რადგან, როდესაც ადამიანი საქმისგან სიამოვნებას იღებს, ყველაფერი ძალიან კარგად გამოსდის. თუ მომიწევს მოედანზე გასვლა, ჩემი მიზანიც სწორედ ეს იქნება. კარგად გავაკეთო ჩემი საქმე და დავეხმარო თანაგუნდელებს“.
GIPHY App Key not set. Please check settings