კლიმატის დამცველი აქტივისტები ლიონელ მესის ვილაზე შეიჭრნენ.
ორგანიზაცია Futuro Vegetal-ის აქტივისტები იბიცაზე მდებარე სახლში შევარდნენ. მათ წითელი და შავი საღებავით ფასადი გააფუჭეს და ფოტო გადაიღეს პლაკატით: „დაეხმარეთ პლანეტას – ჭამე მდიდრები, გააუქმე პოლიცია“.
„2019 წელს მსოფლიოს მოსახლეობის უმდიდრესმა 1%-მა იმდენივე ნახშირორჟანგი გამოყო, რამდენიც კაცობრიობის უღარიბესმა ორმა მესამედმა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე დაუცველი ფენები კრიზისის გავლენას ყველაზე მეტად განიცდიან“ – გაამართლა თავისი ქმედება Futuro Vegetal-მა.
აქტივისტები ასევე აცხადებენ, რომ შენობა უკანონოდ აშენდა. „ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ კანონი ყველასთვის ერთნაირად არ მუშაობს. სახელმწიფო ინსტიტუტები მცირე მმართველი კლასის სამსახურშია და არ ასახავს ხალხის ნებას“, – განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა.
მესიმ ვილა 11 მილიონ ევროდ 2022 წელს იყიდა. იმ დროისთვის მას არ გააჩნდა მშენებლობის დასრულების სერტიფიკატი, რომელიც სან ხოსეს საქალაქო საბჭოს უნდა გაეცა, ასევე საცხოვრებლად ვარგისიანობის სერთიფიკატი, რომელიც, როგორც წესი, შეუძლებელს ხდის წყლისა და ელექტრომომსახურების საფასურის გადახდას.
აღნიშნავენ, რომ ყოფილი მფლობელი, რომელმაც ავტოფარეხის ნაწილი საცხოვრებელ სახლად გადააკეთა, რელიეფის შეცვლისას შეუთანხმებელ სამუშაოებში იყო ეჭვმიტანილი.
GIPHY App Key not set. Please check settings