დღეს საღამოს გლაზგოში საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის მესამე შეხვედრას გამართავს, ჯგუფის ერთპიროვნულ ლიდერ შოტლანდიასთან, რომელსაც 3-დან 3 მოგება აქვს. თანაც ჩვენმა მეტოქემ, იღბლის თუ რისი წყალობით, მაგრამ დაამარცხა ესპანეთი და სტუმრად ნორვეგია. მოკლედ, აშკარაა ამ ეტაპზე მეორეადგილოსან საქართველოს მძიმე მატჩი ელოდება.
თამაშის წინ, პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ:
„ვფიქრობ, რომ ნაკრებში მყოფ ახალგაზრდა ფეხბურთელებს საკმარისი გამოცდილება აქვთ და არ მგონია, რომ ადგილობრივმა ატმოსფერომ დათრგუნოს ეს მოთამაშეები. მეც და მთელი გუნდი ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს და ველოდებით საინტერესო თამაშს“.
შოტლანდია – საქართველოს მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
GIPHY App Key not set. Please check settings